გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: საქართველო არ და ვერ დაისჯება სიმართლისთვის და იმისათვის რომ ჩვენი, ქართველი ხალხის სურვილია, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ამ ქვეყანაში

27-07-2023

„ჩვენ ვახერხებთ გავუმკლავდეთ ამ უდიდეს გამოწვევას, პრობლემას, რომელიც საქართველოს საწინააღმდეგოდ შეიქმნა და რომელიც მთლიანად ფეიკებზეა აგებული“-ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ განაცხადა.

 

„საქართველო მიდის ევროპისკენ, ევროპული ოჯახის სრულფასოვანი წევრობისკენ და გზაში ისეთი ნაღმები იდება, რომელიც დამაზიანებელია ამ ქვეყნისთვის და ჩვენ ამის განაღმვას ვახერხებთ. ვახერხებთ დიდი ძალისხმევით და რაც მთავარია ქართველი ხალხის მხარდაჭერით, თორემ ხელისუფლებამ რაც არ უნდა აკეთოს, თუ ის სიმართლე, რა სიმართლეც მის მოქმედებებში დევს და თუ ის მორალი, რა სწორი მორალითაც ის თავის ქვეყანაზე უპირატესად ზრუნავს, ხალხმა არ დაინახა, მაშინ ჩვენ არაფერი გამოგვივა და საქართველო არ დაისჯება და ვერ დაისჯება ჯერ ერთი, სიმართლისთვის და იმისათვის რომ ჩვენი, ქართველი ხალხის სურვილია, საქართველოს შესახებ გადაწყვეტილებები, ჩვენი ხალხის და ჩვენი ქვეყნის შესახებ გადაწყვეტილებები მიიღებოდეს ამ ქვეყანაში.

 

წარმოუდგენელია, ეს სიმართლე დაიჩაგროს და ბოროტებამ სიკეთეზე გაიმარჯვოს. გამორიცხული ამბავია. ეს არის ჩვენი უპირატესი უფლება, რომ ამ ქვეყანაში მიიღებოდეს გადაწყვეტილებები ამ ქვეყნის შესახებ. ყველას ვითვალისწინებთ. ჩვენ მეგობრობაც შეგვიძლია, სწორი კურსიც გვაქვს აღებული, მაგრამ სიცრუით, ტყუილებით და ამ ქვეყნის წინააღმდეგ ბრძოლით ვერავინ მოგვერევა. გამორიცხულია“- აღნიშნა მამუკა მდინარაძემ.

 

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930