27-07-2023
პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ მმართველი კომიტეტისრიგით მეორე სხდომასკომიტეტის თავმჯდომარე, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის პირველი მოადგილე ნინო თანდილაშვილი ხელმძღვანელობდა.
სხდომაზეგანიხილეს პროექტის მე-3 შუალედური ანგარიში, რომელიც მოიცავდა 2023 წლის 1 იანვარიდან 30 ივლისის ჩათვლით გაწეულ საქმიანობას და მიღწეული შედეგების ანალიზს.
შუალედურ ანგარიშში წარმოდგენილი იყო პროექტის შვიდი ძირითადი კომპონენტის -ბიომრავალფეროვნების პოლიტიკა და სამართლებრივი ჩარჩო, ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება,ტერიტორიაზე დაფუძნებული კონსერვაცია, ბიომრავალფეროვნების მეინსტრიმინგი, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ჰაერის ხარისხის მონიტორინგის ეროვნული სისტემის გაძლიერება, დაინტერესებული მხარეების შესაძლებლობების გაძლიერება -მიზნების მიღწევის მიმართულებით განხორციელებული აქტივობების და მიღწეული შედეგების ანალიზი.
პროგრამა „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო 2021-2024“ შემუშავებულია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის საელჩოსთან თემატური პოლიტიკის დიალოგის საფუძველზე და მიზნად ისახავს გარემოს ეროვნული სააგენტოს, ველური ბუნების სააგენტოსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინსტიტუციური შესაძლებლობების განვითარებას, მართვის ეფექტიანობის გაუმჯობესებასა და საქართველოს ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვის ხელშეწყობას.
შეხვედრას ესწრებოდნენ მმართველო კომიტეტის წევრები - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს შესაბამისი სამსახურების და უწყებების, ბუნების მკვლევართა ქართული საზოგადოების „ორქისი“წარმომადგენლები და მოწვეული ექსპერტები.
16-11-2024
16-11-2024