გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: როდესაც უძლიერესი ქვეყნის საელჩო ამ სამარცხვინო კინკლაობით არის ჩვენთან გართული, იმავე დროს აღმოსავლეთის ლიდერ ქვეყანაში, ზარ-ზეიმით ხვდებიან ჩვენი პატარა ქვეყნის ლიდერს, პრემიერ-მინისტრს

28-07-2023

„საქართველომ ამ ყველაფერს - კოშმარს, ჯოჯოხეთს და ბახმუტიზაციას დააღწია თავი. დღეს ისინი ჩვენზე შურს იძიებენ - როგორთუ ყველაზე ჭკვიანები თქვენ აღმოჩნდით? - დიახ, აღმოვჩნდით ჭკვიანები იმიტომ, რომ გვინდა მშვიდობა და სტაბილურობა“, - ამის შესახებ, „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა, „პოსტივის“ ეთერში ისაუბრა.


ქართველიშვილი თქმით, საქართველოს უყურებენ ისე, როგორც ინდიელების კიდევ ერთ ტომს, რომელიც მათ არ ემორჩილება და ცდილობენ მის დასჯას.

„ნუ ვიქნებით ასეთი გამოუსწორებელი ოპტიმისტები, მინდა დაწყებული პათოსი გავაგრძელო, აქ ვიქტორია ნულანდი ვახსენეთ კიევის მაიდანის დროს განვითარებულ მოვლენებზე და ასევე, მინდა კიევის მაიდანის კიდევ ერთი მონაწილე შევახსენო ჩვენს საზოგადოებას - დიპლომატი ალან პარსელი, რომელიც მაიდანის დღეებში - 2014 წელს ვიქტორია ნულანდის მარჯვენა ხელი იყო.


ეს ის ადამიანი და დიპლომატია,რომელიც არის ფერადი რევოლუციების ძალიან დიდი სპეციალისტი და ტექნოლოგი; რომელიც მოარული ხმებით მომავალი ახალი აშშ-ს ელჩის მოადგილედ მოგვევლინება აქ საქართველოში; რომელსაც აქვს ნამუშევარი უკვე თბილისში ძალიან საინტერესო წლებში (2006-2008 წლებში) და ფაქტობრივად, უბრუნდება საქართველოს. მაგრამ საინტერესოა რა იპოსტასში, რა უნდა, რისი გაკეთება სურს? + კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ის არის ფერადი რევოლუციების ერთ-ერთი დიდი სპეციალისტი და ტექნოლოგი, რომელსაც დიდი პრაქტიკა აქვს ლათინო-ამერიკასა და პოსტსაბჭოურ სივრცეში გავლილი.


ამიტომ, ვნახოთ რას გვიპირებენ, რა უნდათ. მე ვიცი ერთი რამ - როდესაც ჩვენი დასავლელი პარტნიორი, უძლიერესი ქვეყნის საელჩო ამ დღეებში, ამ სამარცხვინო კინკლაობით არის ჩვენთან გართული, იმავე დღეებში აღმოსავლეთის ლიდერ ქვეყანაში, ზესახელმწიფოში ზარ-ზეიმით და პატივისცემით ხვდებიან ჩვენი პატარა ქვეყნის ლიდერს, პრემიერ-მინისტრს. ეს კონტრასტი იმდენად თვალსაჩინოა, უბრალოდ მინდა მივმართო აშშ-ს ელჩს, საელჩოს - მიბაძეთ, მიბაძეთ მათ.


ზესახელმწიფოები მიდიან, მოდიან, მაგრამ აი ეს პარტნიორული, მეგობრული დამოკიდებულება, აწყობილი ეკონომიკურ პროექტებზე, მშვიდობაზე, ურთიერთპატივისცემაზე შეიძლება გააჩნდეს დიდ სახელმწიფოს პატარა სახელმწიფოსთანაც. ნუ გვიყურებთ, როგორც ინდიელების კიდევ ერთ ტომს, რომელიც თქვენ ვერ დაიმორჩილეთ და ამიტომ შურისძიებას აქვს ადგილი ჩვენთან მიმართებით. საქართველომ ამ ყველაფერს - კოშმარს, ჯოჯოხეთს და ბახმუტიზაციას დააღწია თავი. დღეს ისინი ჩვენზე შურს იძიებენ - როგორთუ ყველაზე ჭკვიანები თქვენ აღმოჩნდით? - დიახ, აღმოვჩნდით ჭკვიანები იმიტომ, რომ გვინდა მშვიდობა და სტაბილურობა. რისთვისაც ჩავიდა დღეს პეკინში ჩვენი პრემიერ-მინისტრი“, - განაცხადა ქართველიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930