გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივნისი 13, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა სეფაშვილი: აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება საერთაშორისო ვალდებულებებს

28-07-2023

"ხალხის ძალის" წევრი ეკა სეფაშვილი ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშს ეხმიანება. მედიასთან საუბრისას სეფაშვილმა აღნიშნა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის დადებითი შეფასებები საქართველოს რადიკალური ოპოზიციისთვის ძალიან მძიმე ამბავია, რადგან ისინი სულ ცდილობენ საზოგადოების დარწმუნებას, რომ საქართველო გარეულია ე.წ. "შავი ხვრელების" უზრუნველყოფაში.


„აშშ-ს სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ გამოქვეყნებული ანგარიში ცხადყოფს, რომ საქართველო წარმატებით უმკლავდება საერთაშორისო ვალდებულებებს, ფინანსური თვალსაზრისით თუ სხვა ტიპის სანქციებისგან თავის არიდების მიმართულებით, არის ძალიან მძიმე ამბავი საქართველოს მტრებისათვის და საქართველოში არსებული რადიკალური ოპოზიციისათვის, რომელიც მთელი ამდენი ხნის განმავლობაში ცდილობდა საზოგადოება დაერწმუნებინა, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე გარეთ, რომ საქართველო გარეული იყო შავი ხვრელების უზრუნველყოფაში," - განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივნისი 2025    »
 1
2345678
9101112131415
16171819202122
23242526272829
30