გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ონში შშმ პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ივერია ბრილიანტი“ გაიმართა

31-07-2023

ქალაქ ონში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ივერია ბრილიანტი“ ორი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა და 30 ივლისს გრანდიოზული გალა კონცერტით დასრულდა.

 

შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სიმღერის, ცეკვისა და ხელოვნების საერთაშორისო ფესტივალი ,,ივერია ბრილიანტს“, საფუძველი 2018 წელს ჩაეყარა, რომელიც 2023 წელს უკვე მეექვსედ ტარდება.

 

ღონისძიება ორ ეტაპად გაიმართა, პირველი დღე საკონკურსო თემატიკას დაეთმო, სადაც ჟიურიმ, ცეკვისა და სიმღერის ნომინაციებში გამარჯვებული მონაწილეები დააჯილდოვა.

 

ფესტივალის ორგანიზატორმა - ნუგზარ ჭიაბერაშვილმა, განსაკურებული მადლობა გადაუხადა და სიგელები გადასცა ადგილობრივ შეზღუდული შესაძლებლობების მქონე ნიჭიერ ხელოვანებს, რომელთა ნამუშევრებმა კულტურის სახლის საგამოფენო სივრცეში უმასპინძლა ფესტივალზე მისულ სტუმრებს.

 

პროექტი სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმიდესის და უნეტარესის - ილია მეორის ლოცვა-კურთხევით და ონის მუნიციპალიტეტის მერიის „შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთა საკითხებზე მომუშავე საბჭოს ინიციატივით განხორციელდა, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს, პოლონეთის, უკრაინის, გერმანიის, ლიეტუას, სომხეთის, თურქეთის, უზბეკეთის წარმომადგენლებმა.

 

ფესტივალზე ასევე სპეციალურ სტუმარად იმყოფებოდა  - ბიატაჩაიკა-როლინსკა - შშმ პირთა ფოლკლორის სპეციალური ტრენერი.

 

პროექტის მიზანია შშმ პირთა მხარდაჭერა, მათი რესოციალიზაცია და საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930