გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გურამ მაჭარაშვილი: როდესაც საუბარია, რომ სახმელეთო გზით შემოდიან როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები, ისინი შეიძლება, შემოვიდნენ თვითმფრინავითა და გემითაც... რა განსხვავებაა ავტომობილითა და თვითმფრინავით, თუ გემით შემომსვლელებს შორის

31-07-2023

"როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი. როდესაც შენ არც გქონია და არც გაქვს პრობლემა, რომ სახმელეთო გზით თავისუფლად გადაადგილდებიან რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ეთნიკურად ქართველები, საქართველოში, რატომ გახდა პრობლემა გემითა და თვითმფრინავით შემოსვლა?" - ამის შესახებ მედიასთან "ხალხის ძალის" ერთ-ერთმა ლიდერმა ბათუმში ჩატარებული საპროტესტო აქციის შესახებ საუბრისას განაცხადა.


მისი თქმით, თუკი რუსეთიდან მოქალაქეები შემოდიან საჰაერო და სახმელეთო გზით, მაშინ სრულიად ნათელია, რატომ გახდა გემით მათი შემოსვლა პრობლემა - ეს არის პროვოკაცია ოპოზიციის მხრიდან.


„გაჟღერებულია, რომ რადიკალურ ოპოზიციას სურს პროვოკაციების მოწყობა, რასაც, სამწუხაროდ, ზოგიერთი უცხოელი პოლიტიკოსის განმარტებებიც ხელს უწყობს. როდესაც საუბარია იმაზე, რომ სახმელეთო გზით შემოდიან როგორც რუსეთის, ისე საქართველოს მოქალაქეები, ისინი შეიძლება, შემოვიდნენ თვითმფრინავითა და გემითაც. რა განსხვავებაა ავტომობილითა და თვითმფრინავით, თუ გემით შემომსვლელებს შორის, ეს უნდა ახსნან. რადგან როდესაც შენ ხარ მიზეზზე, რომ პროვოკაცია მოაწყო, ეს არის მარტივად გასაშიფრი.


როდესაც შენ არც გქონია და არც გაქვს პრობლემა, რომ სახმელეთო გზით თავისუფლად გადაადგილდებიან რუსეთის მოქალაქეები, მათ შორის ეთნიკურად ქართველები, საქართველოში, რატომ გახდა პრობლემა გემითა და თვითმფრინავით შემოსვლა? ეს სულაც არაა გაუგებარი, ეს არის სრულიად გასაგები, რადგან ემსახურება პროვოკაციას, რომელიც არ გამოუვათ“ - განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930