31-07-2023
ბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩინეთი-საქართველოს ბიზნეს ფორუმზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის, საშუალოდ ჯამში 9.9 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით.
„საქართველოს შთამბეჭდავი უპირატესობების ხაზგასასმელად, უვიზო მიმოსვლის უფლებას ვანიჭებთ 98 ქვეყნის მოქალაქეებს, რაც მათ საშუალებას აძლევს დარჩნენ ქვეყანაში მთელი წლის განმავლობაში. გარდა ამისა, პირებს, რომლებსაც აქვთ ვიზა ან ბინადრობის ნებართვა 50 სხვა ქვეყნიდან, ასევე შეუძლიათ ისარგებლონ საქართველოში უვიზო მიმოსვლის კომფორტით.
მსოფლიო ბანკის მონაცემებით, საქართველო მე-3 ადგილზეა მსოფლიოში ყველაზე ნაკლები საგადასახადო წნეხის მქონე ქვეყნებს შორის, საშუალოდ ჯამში 9.9 პროცენტიანი საგადასახადო განაკვეთით. საქართველო გთავაზობთ მიმზიდველ შეღავათებს მსოფლიოში ყველაზე დაბალი საგადასახადო განაკვეთებით და გამარტივებული ბიუროკრატიით, რაც მას მიმზიდველ დანიშნულების ქვეყნად აქცევს ინვესტორებისთვის, რომლებიც დიდ სარგებელს ეძებენ. უაღრესად მიმზიდველი ბიზნეს კლიმატის გარდა, დაინტერესებულ კომპანიებს ვთავაზობთ მხარდაჭერის ისეთ მიმზიდველ მექანიზმებს როგორიცაა პირდაპირი უცხოური ინვესტიციების გრანტი. საქართველოში მოქმედ და ექსპორტზე ორიენტირებულ ინფორმაციული ტექნოლოგიების კომპანიებს ვთავაზობთ შეღავათებს ე.წ. საერთაშორისო კომპანიის სტატუსის მეშვეობით, რომელიც მოიცავს შეღავათიან საგადასახადო რეჟიმს (მხოლოდ 5% საშემოსავლო გადასახადი (ზოგადად არსებული 15% განაკვეთის ნაცვლად) და 5% მოგების გადასახადი. (ზოგადად არსებული 20% განაკვეთის ნაცვლად).
ბიზნესის კეთების ჭრილში საქართველო სასურველი ქვეყანაა და ეს შემთხვევითობა არ არის. ბოლო ათწლეულის განმავლობაში ქვეყანამ განიცადა მნიშვნელოვანი ტრანსფორმაცია, უფრო ლიბერალური და თავისუფალი ბაზრის ეკონომიკა შექმნა.
გასულ წელს დავამტკიცეთ საქართველოს განვითარების სტრატეგია - ხედვა 2030. ეს არის მასშტაბური ეროვნული პოლიტიკის დოკუმენტი, რომელიც ასახავს საქართველოს მთავრობის განვითარების ხედვას. ეს შორსმიმავალი პერსპექტივა აქცენტირებულია მდგრადი ეკონომიკური ზრდის, სოციალური თანასწორობის, უსაფრთხოებისა და სტაბილურობის ხელშეწყობაზე.
ეფექტური და ეფექტიანი პოლიტიკის განხორციელებამ და ჩვენმა დაუღალავმა მუშაობამ მიგვიყვანა ხელშესახებ შედეგებამდე. კერძოდ, მიუხედავად იმისა, რომ რეგიონი რთული გეოპოლიტიკური ლანდშაფტი გააჩნია და გლობალური ეკონომიკური ვარდნის პირობებში უწევს ცხოვრება, საქართველომ აჩვენა გამძლეობა ეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებით. ჩვენ მივაღწიეთ საქართველოს ეკონომიკის მნიშვნელოვან ზრდას და მნიშვნელოვან საეტაპო მოვლენები ვიქონიეთ. დღესდღეობით. საქართველო ყველაზე სწრაფად მზარდი ეკონომიკაა მსოფლიოში; ერთ-ერთი ყველაზე.
შემდეგი სტატისტიკა ნათლად ასახავს ჩვენი პროგრესის მტკიცებულებას. ისეთ სექტორებში, როგორიცაა ტრანსპორტი, ლოჯისტიკა, ფინანსური მომსახურება, მშენებლობა, ენერგეტიკა და ტურიზმი ძლიერი ეკონომიკური პოლიტიკისა და გაზრდილი აქტივობის წყალობით მივაღწიეთ ორნიშნა ეკონომიკურ ზრდას ზედიზედ ორი წლის განმავლობაში, მთლიანი შიდა პროდუქტის (მშპ) ზრდის ტემპი 10.1 პროცენტია 2022 წელს, წინა წლის 10.5%-იანი მნიშვნელოვანი ზრდის შემდეგ. ეს დადებითი ტრაექტორია გრძელდება 2023 წელსაც და საშუალო ეკონომიკური ზრდის ტემპი იანვრიდან ივნისამდე პერიოდში 7.6 პროცენტია.
სამომავლო პერსპექტივასაც გაგაცნობთ. საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზები მიუთითებს იმაზე, რომ საქართველოს ექნება ყველაზე სწრაფი ეკონომიკური ზრდა რეგიონის და ევროპულ ქვეყნებს შორის საშუალოვადიან პერიოდში (2023 - 2028 წწ.) პროგნოზირებული ზრდის ტემპით -5.1%", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024