1-08-2023
ამის შესახებ პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელმა საერთაშორისო საკითხებში მარჩინ პშიდაცმა ინტერვიუში განაცხადა.
"უკრაინამ საკმაოდ დიდი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დროა მათ დაიწყონ იმის დაფასება, რასაც წლების და თვეების განმავლობაში ჩვენ მათთვის ვაკეთებდით" - განაცხადა მინისტრმა.
ეს განცხადება კი მოყვა შემდეგ საკითხს: 15 სექტემბერს იწურება ევროკავშირის აკრძალვის ვადა უკრაინიდან ოთხი სახეობის სოფლის მეურნეობის პროდუქციის იმსპორტზე.
რუსეთის მიერ შავი ზღვის მარცვლეულის შეთანხმებიდან გასვლის შემდეგ, უკრაინა სოფლის მეურნეობის პროდუქციის ექსპორტს ხმელეთით და სამდინარო ტრანსპორტით ახორციელებს. პროდუქციის ექსპორტის სახმელეთო მარშრუტი კი პოლონეთზე გადის.
როგორც პოლონეთის სოფლის მეურნეობის მინისტრმა განაცხადა, ვარშავა ითხოვს, ევროკავშირთან შეთანხმებით უკრაინული მარცვლეულის ქვეყანაში იმპორტზე დაწესებული შეზღუდვები გახანგრძლივდეს, წინააღმდეგ შემთხვევაში პოლონეთი მზადაა, უკრაინული პროდუქციის იმპორტი ცალმხრივად აკრძალოს.
ამასვე ითხოვს ბულგარეთი, რუმინეთი, სლოვენია და ვენგრია.
პოლონეთის პრეზიდენტის წარმომადგენელს ჟურნალისტმა ჰკითხა, ხომ არ გააცივებს ეს გადაწყვეტილება ურთიერთობებს უკრაინასა და პოლონეთს შორის, რაზეც მან უპასუხა: დღეს, ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი პოლონელი ფერმერის ინტერესების დაცვაა. ჩვენ მოსავლის აღების პერიოდი გვაქვს. პოლონური ხორბალი უნდა დაიკრიფოს, შეინახოს და გადანაწილდეს სათანადოდ, ღირსეულ ფასად. რაც შეეხება უკრაინას, მან ნამდვილად უდიდესი მხარდაჭერა მიიღო პოლონეთისგან, ვფიქრობ, მან უნდა დაიწყოს ამის დაფასება".
16-11-2024
16-11-2024