გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ახალციხის მერიაში სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს მორიგი შეხვედრა გაიმართა

1-08-2023

ახალციხის მუნიციპალიტეტის მერის, ირაკლი ლაზარაშვილის, ხელმძღვანელობით  სამოქალაქო მრჩეველთა საბჭოს  მორიგი შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას მერის მოადგილე  ვაჟა გაჩეჩილაძე და  დასაქმების ხელშეწყობის სახელმწიფო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის რეგიონის  წარმომადგენელი მარიამ მაღრაძე ესწრებოდნენ.


შეხვედრის დასაწყისში მარიამ მაღრაძემ საბჭოს წევრებს სააგენტოს პროგრამებისა და განხორციელებული პროექტების, ასევე  ადგილობრივ დამსაქმებლებთან წარმატებული თანამშრომლობის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. 


მუნიციპალიტეტის მერმა კი მიმდინარე, დასრულებული და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული პროექტების შესახებ ისაუბრა.  ყურადღება გამახვილდა მერიის მიერ საზოგადოებრივი ტრანსპორტის სერვისის დანერგვის მიზნით გაწეულ საქმიანობაზე და აღინიშნა, რომ წლის ბოლოსთვის მუნიციპალიტეტს  18 ახალი ავტობუსი ეყოლება. ასევე შეხვედრის მთავარი განსახილველი თემები იყო - ქალაქის განაშენიანების გენერალური გეგმის შემუშავების მიზნით დაწყებული აქტიური მუშაობა, საგზაო ინფრასტრუქტურული  და წყალმომარაგების სარეაბილიტაციო პროექტები, მრავალსართულიანი კორპუსების ფასადებისა და სადარბაზოების რეაბილიტაცია, ახალი რეკრეაციული ზონებისა და სპორტული ინფრასტრუქტურის  მოწყობა და სხვა.


საბჭოს წევრებმა თავიანთი  რეკომენდაციებით,  წინადადებებითა და  მოსაზრებებით მიმართეს მუნიციპალიტეტის მერს. ყურადღება გამახვილდა  არსებული პრობლემებისა და  საჭიროებების მოგვარებაზე როგორც ქალაქ ახალციხეში, ისე მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულებში.  როგორც მუნიციპალიტეტის მერმა ირაკლი ლაზარაშვილმა აღნიშნა, მოსახლეობის წინაშე არსებული საჭიროებებიდან გამომდინარე ინფრასტრუქტურული  სამუშაოები იგეგმება და ხორციელდება ეტაპობრივად.


სამოქალაქო მრჩეველთა საბჭო,  მერთან  არსებული სათათბირო ორგანოა, რომელიც საქმიანობს საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსით“ დადგენილი წესით.  საბჭო 27  წევრისგან შედგება და იგი  სამოქალაქო სექტორის, კულტურის, განათლების  სფეროსა და საზოგადოების   წარმომადგენლებს აერთიანებს.  დებულების თანახმად საბჭო მინიმუმ სამ თვეში ერთხელ იკრიბება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930