გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ლატარია: დონალდ ტრამპს ბრალი დაუმძიმეს, არჩევნების შედეგებზე ახდენდა ცრუ ინფორმაციით მანიპულაციასო - რისთვისაც ამერიკაში პრეზიდენტს ასამართლებენ, ჩვენთან ისფედისთვის მოსული თემა იყო და თან ამერიკის საელჩო მხარსაც უჭერდა

2-08-2023

დონალდ ტრამპს ბრალი დაუმძიმეს და იცით რა მოტივით? არჩევნების შედეგებზე ახდენდა ცრუ ინფორმაციით მანიპულაციასო​, - ასე ეხმიანება ექსპერტი ირაკლი ლატარია აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტის, დონალდ ტრამპისთვის ბრალდების დამძიმებას სოციალურ ქსელში.


ლატარიას თქმით, ის, რისთვისაც აშშ-ში პრეზიდენტს იჭერენ, საქართველოში ამავე ქვეყნის საელჩოს მიერ მხარდაჭერილი იყო.  ექსპერტს  "სამართლიანი არჩევნების" (ISFED) მიერ 2020 წლის არჩევნების შემდეგ გამოქვეყნებული განცხადება მოჰყავს მაგალითად და აღნიშნავს, რომ ISFED-იც იმავეს აკეთებდა, რისთვისაც ტრამპს ბრალდება დაუმძიმეს.


"დონალდ ტრამპს ბრალი დაუმძიმეს და იცით რა მოტივით? არჩევნების შედეგებზე ახდენდა ცრუ ინფორმაციით მანიპულაციასო 50 წელს უმატებენ როგორც ვიცი და ამერიკაში თუ 50 წელია აღნიშნულ ბრალდებაზე, აბა ჩვენი ისფედი რასაც აკეთებდა მაგას სამუდამო ეკუთვნის თანაც სადმე ისეთ ადგილას, უკაცრიელ კუნძულზე ან ბოლო ბოლო ციმბირში. სასწაულია რა, რისთვისაც ამერიკაში პრეზიდენტს ასამართლებენ, ჩვენთან ისფედისთვის მოსული თემა იყო და თან ამერიკის საელჩო მხარსაც უჭერდა გავიხსენოთ, ისფედის ,,გმირობები" - წერს ლატარია Facebook-ზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930