2-08-2023
თურმე ნუ იტყვით და დონალდ ტრამპს ბრალი ედება არჩევნების შედეგების არ-აღიარებაში და კაპიტოლიუმზე შტურმის ხელშეწყობაში. რამეს ხომ არ გაგონებთ? მე, კი... ჩვენს უახლეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ საშინლად ორგანიზებულ ტყუილს - 2020-ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების „გაყალბებას“, რასაც მოჰყვა ქვეყნის ჯანჯღარი, მოლაპარაკებები, შარლ მიშელის მტკივნეული დოკუმენტი და საბოლოოდ, ამ დოკუმენტიდან გამოსვლა - ამის შესახებ სოციალურ ქსელში POSTV-ის ანალიტიკოსი ოთარ ჭულუხაძე წერს.
როგორც ჭულუხაძე აღნიშნავს, ამერიკული და ქართული „სცენარი“ ერთი-ერთში ჰგავს ერთმანეთს - იქაც არჩევნებში დაეჭვება და შტურმი... უბრალოდ, აქაური „გაყალბების“ ნარატივი მეტად უნიჭოდ იყო ორგანიზებული, ხოლო შტურმებს არავის სიცოცხლე არ შეუწირია. მისივე თქმით, გამოდის, რომ ტრამპს სდებენ ბრალს იმაში, რომ კაპიტოლიუმზე შტურმს ხელი შეუწყო, ჩვენთან კი ორკესტრირებდნენ „არჩევნების გაყალბდა“-ს და მასთან დაკავშირებულ „ქვეყნის ჯანჯღარს“.
„ჯიუტად ვაგრძელებ მაგალითების მოყვანას ციკლიდან „ხარი და იუპიტერი“... ამჯერადაც, იუპიტერი ამერიკაა, ხარი - საქართველო. თურმე ნუ იტყვით, და დონალდ ტრამპს ბრალი ედება არჩევნების შედეგების არ-აღიარებაში და კაპიტოლიუმზე შტურმის ხელშეწყობაში. რამეს ხომ არ გაგონებთ? მე, კი... - ჩვენს უახლეს პოლიტიკურ ცხოვრებაში ერთ-ერთ საშინლად ორგანიზებულ ტყუილს - 2020-ის საქართველოს საპარლამენტო არჩევნების „გაყალბებას“, რასაც მოჰყვა ქვეყნის ჯანჯღარი, მოლაპარაკებები, შარლ მიშელის მტკივნეული დოკუმენტი და საბოლოოდ, ამ დოკუმენტიდან გამოსვლა (საბედნიეროდ). ისე, როგორ ერთი-ერთში ჰგავს ამერიკული და ქართული „სცენარი“ ერთმანეთს - იქაც არჩევნებში დაეჭვება და შტურმი... უბრალოდ, აქაური „გაყალბების“ ნარატივი მეტად უნიჭოდ იყო ორგანიზებული, ხოლო შტურმებს არავის სიცოცხლე არ შეუწირია...
არა, არ შეიძლება ასე: კი, გასაგებია, ეს „იუპიტერისა და ხარის“ ამბავი, მაგრამ რაღაც ტიპის სწორება ხომ უნდა აიღო იმაზე, ვინც დემოკრატიის მოდელად და თავისუფალი სიტყვის ბასტიონად გესახებოდა აქამდე.
ანუ რა გამოდის, ტრამპს სდებენ ბრალს იმაში, რომ კაპიტოლიუმზე შტურმს ხელი შეუწყო, ხოლო ჩვენთან კი ორკესტრირებდნენ „არჩევნების გაყალბდა“-ს და მასთან დაკავშირებულ „ქვეყნის ჯანჯღარს“. მოდით, გავიხსენოთ ჩვენი უახლოესი წარსულის ეს ავბედით მონაკვეთი: 2020 წლის 10 დეკემბერს ISFED-მა („სამართლიანმა არჩევნებმა“) ბრძანა: „სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ აღნიშნული განცხადება, [იგულისხმება ირაკლი კობახიძის განცხადება არჩევნების არ-გაყალბების შესახებ ო.ჭ.], ერთი მხრივ, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და ორგანიზაციის დისკრედიტაციას ისახავს მიზნად და მეორე მხრივ, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნებთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი და უფრო პრობლემური საკითხებიდან ყურადღების გადატანის მცდელობას ემსახურება“. (ლინკი პირველ კომენტარში). ერთ დღეში, 2020 წლის 11 დეკემბერს შეიკრიბა პარლამენტი და იმავე საღამოს დეკემბერს „ისფედის“ დონორი ორგანიზაცია - USAID-ი ამბობს: „11 დეკემბერის საღამოს „სამართლიანმა არჩევნებმა“ გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ნათქვამი იყო, რომ ორგანიზაციას 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ხმის დათვლის პარალელურ სისტემაში ხარვეზი იპოვეს, რამაც შეცვალა საარჩევნო სუბიექტების მიერ მიღებული ხმები“. ანუ გამოდის, რომ მას შემდეგ, რაც გეგმა ჩაიფუშა და პარლამენტი მ ა ი ნ ც შეიკრიბა, მერე „პლასტინკა შეიცვალა“ და ISFED-იც უფრო დაკვირვებული გახლდათ... ნუ, კარგით, რა... აი, არც ის დავივიწყოთ, კელი დეგნანმა ISFED-ს კალთა როგორ გადააფარა, შეუქო რა მათ პროფესიონალიზმი, უბრალოდ, კალკულატორს ჯერ ეჩვევიან, რომ მიეჩვევიან, მერე ნახეთო... (იხილეთ მესამე კომენტარი) ახლა კი ვგებულობთ, რომ იგივეს გამო თავისი ქვეყნის ყოფილ პრეზიდენტს დასაჭერად დასდევენ... უნდა დასრულდეს საქართველოს ხარის პოზიციაში ყოფნა!“ - წერს ოთარ ჭულუხაძე Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024