გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: მხოლოდ პარლამენტის შეკრების დღეს აღიარა ISFED-მა ე.წ. შეცდომა... ჩვენ შემდეგ გავარკვიეთ, ISFED-ის დონორმა, USAID-მა მინიმუმ 3 კვირით ადრე იცოდა, რომ ეს ინფორმაცია სწორი არ იყო და დღემდე არ მოგვისმენია განმარტება

2-08-2023

პარლამენტის თავმჯდომარის შალვა პაპუაშვილის განცხადებით, საპარლამენტო არჩევნებიდან 40-ე დღეს აღიარა ISFED-მა, რომ შედეგები, რომელიც მათ გამოაცხადეს, სწორი არ იყო და ეს აღიარება მას შემდეგ მოხდა, რაც პარლამენტი შეიკრიბა.

 

„ზუსტად პარლამენტის შეკრების დღეს, საღამოს აღიარა ISFED -მა თავის ე.წ. შეცდომა. ჩვენ შემდეგ გავარკვიეთ, რომ როგორც აღმოჩნდა, ამ მომენტამდე მინიმუმ 3 კვირით ადრე ISFED -ის დონორმა ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ იცოდა, რომ ეს ინფორმაცია სწორი არ იყო და დღემდე არ მოგვისმენია განმარტება USAID-ის მხრიდან რატომ უმალავდნენ ქართულ საზოგადოებას, პარტნიორს - საქართველოს ხელისუფლებას ამ ფაქტს. მაშინ, როდესაც ქუჩაში იმართებოდა დემონსტრაციები სწორედ ამ კამპანიაზე დაფუძნებით. დღემდე ამაზე პასუხი არ არის და გაურბიან პასუხს.

 

ამიტომ მნიშვნელოვანია, ISFED-ის მხრიდანაც დაფიქსირდეს ამაზე პოზიცია, რამდენად სწორია ეს ინფორმაცია, რომ მათ შეატყობინეს დონორს და, თუკი დონორმაც იცოდა, რატომ უმალავდნენ ამას ქართულ საზოგადოებას. ჩვენ ვხედავდით, რომ ხმის პარალელური დათვლის (PVT) ეს ყალბი რიცხვები გამოყენებული იყო იმისთვის, რომ ქვეყანაში არეულობა მომხდარიყო“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930