გაიგე განსხვავებული

პარასკევი, ივლისი 04, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ნიკოლოზ სამხარაძე: ოპოზიცია ხიბლშია ჩავარდნილი, იციან, რომ მთავრობის რეალურ კაბინეტს ვერ დააკომპლექტებენ და ამიტომ ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებით თამაშობენ

3-08-2023

ოპოზიცია ხიბლშია ჩავარდნილი, იციან, რომ ისინი მთავრობის რეალურ კაბინეტს ვერ დააკომპლექტებენ და ამიტომ ჩრდილოვანი კაბინეტის დაკომპლექტებით თამაშობენ, – ამის შესახებ პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარემ, ნიკოლოზ სამხარაძემ განაცხადა.


მისი თქმით, ოპოზიციის გარკვეული ნაწილი დისკრედიტირებულია.


„ცდილობენ, რომ საზოგადოების თვალში საკუთარი სტატუსი და ფასი რაღაცნაირად ასწიონ, თუმცა ამას ჩრდილოვანი კაბინეტი ვერ უშველის, რადგან ეს ადამიანები სრულიად დისკრედიტირებული არიან, მათ შორის იმის გამო, რომ, როგორც აღმოჩნდა, ისინი ლობისტებს ქირაობენ, რათა საქართველო დაასანქცირონ და ქვეყნის იმიჯი დააზიანონ“, – განაცხადა სამხარაძემ.


„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერი გიორგი ვაშაძე აცხადებს, რომ „გამარჯვების პლატფორმას“ ეყოლება როგორც პრემიერ-მინისტრობის კანდიდატი, ისე ჩრდილოვანი კაბინეტი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ივლისი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
28293031