4-08-2023
გიორგი ვაშაძე არის ადამიანი, რომელიც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციისა, რომელიც სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოსნაირი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რათა დააკვირდეს როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებს - ამის შესახებ ჟურნალისტებს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ მაია ბითაძემ განუცხადა.
მისი თქმით, ბოლო წლების, განსაკუთრებით აქტიურად ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაიწყო აღდგენა ჰიდროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვების მონიტორინგის ქსელებმა.
„ჩვენი პოლიტიკოსები, ყველა ის ადამიანი, რომელიც გუშინდელი დღიდან დაწყებული, მთელი დღე ცდილობდა იმას, რომ ეს უდიდესი უბედურება პოლიტიკურ აქტივად გადაექცია - ეს არის მავნებლობა, ადამიანების ნერვებზე თამაში და ასევე ძალიან ბოროტად სარგებლობა საკუთარი უფლებით, რომ ისაუბრონ და თავს მოახვიონ ადამიანებს ის მცდარი შეხედულებები, რომელსაც ისინი ეთერებიდან ქმნიან. სწორედ ის ადამიანები, მათ შორის გიორგი ვაშაძე, რომელიც გუშინ გარკვეულ საკითხებზე საუბრობდა, არის ადამიანი, რომელიც აქტიური მომხრე იყო იმ დერეგულაციისა, რომელიც ამ სახელმწიფოში სწორედ „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობის დროს განხორციელდა და მთლიანად გაუქმდა მონიტორინგის სისტემა, რომელიც აუცილებელია საქართველოსნაირი მოწყვლადი ქვეყნისთვის, რომ დააკვირდეს როგორც ჰიდროლოგიურ, ასევე გეოლოგიურ და მეტეოროლოგიურ მონაცემებს.
რა გაკეთდა ბოლო პერიოდის განმავლობაში და მოხდა თუ არა გარკვეული საკითხების პრევენცია, ბუნებრივია, მოხდა. ბოლო წლების, განსაკუთრებით აქტიურად ბოლო 5-6 წლის განმავლობაში ქვეყანაში დაიწყო აღდგენა ჰიდროლოგიური და გეოლოგიური დაკვირვების მონიტორინგის ქსელებმა. დაახლოებით 60-დან 110 სადგურამდე გვაქვს ჯამში ჰიდროლოგიური და მონიტორინგი. ქვეყანას, რომელსაც საერთოდ არ ჰქონდა რადარი, დღეს გვაქვს ორი რადარი, რომელიც მეტეოროლოგიური პროგნოზირების ძალიან მაღალ ინფორმაციულ საშუალებას გვაძლევს, რაც ჯამში გვაძლევს იმის საშუალებას, რაც გეოლოგებზე დაყრდნობით ვთქვი, რომ ერთმანეთს დაემთხვა უხვი ნალექი და ხუთი ბუნებრივი მოვლენა. თუმცა, არსებობს ბუნებრივი მოვლენები, რომელთა ერთობლივად ამოქმედების პროგნოზირება პრაქტიკულად შეუძლებელია და თუ ჩვენ გავითვალისწინებთ იმას, რომ არის კლიმატის ცვლილება და იმასაც თუ გავიხსენებთ, რომ ამ რეგიონში, გარდა მიწისძვრისა, რომელიც 90-იან წლებში მოხდა, ასეთი მასშტაბური ბუნებრივი კატასტროფა არ მომხდარა, ჩვენ კიდევ ერთხელ კარგად უნდა გავიაზროთ, რომ გადასული ვართ ახალ ერაში და ეს ახალი ერა არის კლიმატის ცვლილება“, - განაცხადა მაია ბითაძემ.
16-11-2024
16-11-2024