გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
კახა ოქრიაშვილი: თუ დადგინდა, რომ კალაძემ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული ტექნიკა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს!

4-08-2023

ვუსამძიმრებ შოვის სტიქიის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს!

ნიკა გვარამია ქოც-ბანდამ ციხეში „რუსთავი 2-“ისკუთვნილი ავტომობილის ოჯახის წევრებისთვის მოხმარების გამო გამოამწყვდია. კახა კალაძემ სტიქიური უბედურების დროს ჰაერში სახელმწიფოს კუთვნილი ვერტმფრენი ააფრინა და მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრები გამოიყვანა სტიქიის ზონიდან - ამის შესახებ პარტია "პროგრესი და თავისუფლება"-ს ლიდერმა, კახა ოქრიაშვილმა განაცხადა.

 

"არ მინდა შევეხო საკითხის მორალურ მხარეს - აქ ისედაც ყველაფერი გასაგებია. კალაძის „გამპრავებლები“ ირწმუნებიან, რომ ვერტმფრენი სტიქიამდე რამდენიმე საათით ადრე ჩაფრინდა და არა სტიქიის შემდეგ. თუ ეს ასეა, მაშინ საერთოდ რატომ აფრინდა სახელმწიფო ვერტმფრენი და რა უფლებით სარგებლობენ ქოც-ბანდის მაღალჩინოსნები სახელმწიფო საკუთრებით. და თუ ეს ასე არ არის, მაშინ რატომ უშველა კალაძემ მხოლოდ საკუთარ ოჯახს და ყველა დანარჩენი მოქალაქე ფეხებზე დაიკიდა ?! მერამდენედ უნდა დავრწმუნდეთ, რომ ქოც-ბანდას სახელმწიფოც და ქართველი ხალხიც ფეხზე ჰკიდია?!

 

პროკურატურაში დაუყოვნებლივ უნდა აღიძრასსისხლის სამართლის საქმე ამ ფაქტზე და თუ დადგინდა, რომ კალაძემ პირადი მიზნებისთვის გამოიყენა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ძვირადღირებული ტექნიკა, მას პატიმრობა უნდა შეეფარდოს!

 

ისევ გახსენებთ  კლასიკურ ჭეშმარიტებას - ნებისმიერ ხალხს ჰყავს ისეთი ხელისუფლება, როგორსაც იმსახურებს. ჰოდა, თუ ამათ არ ვიმსახურებთ, პირველივე არჩევნებზე პანღურით უნდა გავყაროთ ქოც-ბანდა, კრებითი კალაძეები, კობახიძეები და პოლიტიკურად ჩავრეცხოთ ბიძინიზმი, როგორც მოვლენა ამ ქვეყანაში!" - აცხადებს ოქრიაშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930