გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
Facebook-გვერდი „სინამდვილეში“: ნაცმოძრაობასთან დაკავშირებულ facebook ჯგუფებში ამავე პარტიის fake ექაუნთები აზიარებენ დეზინფორმაციულ ბანერებს, თითქოს, ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური უარს აცხადებენ უკრაინული შვეულმფრენების დახმარებაზე

4-08-2023

„ ქართული ოცნების“ კომუნიკაციის დეპარტამენტის Facebook-გვერდი „სინამდვილეში“ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ facebook ჯგუფებში ამავე პარტიის fake ექაუნთებით გავრცელებულ დეზინფორმაციას ეხმაურება.

 

როგორც FB გვერდის „სინამდვილეში“ განცხადებაშია აღნიშნული, დეზინფორმაცია იმის შესახებ, რომ ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური უარს აცხადებენ უკრაინული შვეულმფრენების დახმარებაზე, სიმართლეს არ შეესაბამება.

 

 Fb გვერდი „სინამდვილეში“ განმარტავს, რომ „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ჯგუფებში გავრცელებული ბანერები არის ტყუილი, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მღელვარების გამოწვევას. არანაირი მსგავსი შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან არ ყოფილა. ასეთის საჭიროება არ დამდგარა.

 

„ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ facebook ჯგუფებში ამავე პარტიის fake ექაუნთები აზიარებენ დეზინფორმაციულ ბანერებს, თითქოს, ირაკლი კობახიძე და ვახტანგ გომელაური უარს აცხადებენ უკრაინული შვეულმფრენების დახმარებაზე, უახლოეს მომავალში კი, აპირებენ ბელორუსული ვერტმფრენების შეძენას. სინამდვილეში, „ნაციონალურ მოძრაობასთან“ დაკავშირებულ ჯგუფებში გავრცელებული ბანერები არის ტყუილი, მიზნად ისახავს საზოგადოების შეცდომაში შეყვანას და მღელვარების გამოწვევას. არანაირი მსგავსი შემოთავაზება სხვა ქვეყნებიდან არ ყოფილა. ასეთის საჭიროება არ დამდგარა. არც ირაკლი კობახიძეს და ვახტანგ გომელაურს გაუკეთებიათ მსგავსი განცხადებები“ - აღნიშნულია „სინამდვილეში“ განცხადებაში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930