29-08-2018
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის განცხადებით, უსაფრთხოების მაკოორდინირებელი ახალი საბჭოს თაობაზე გადაწყვეტილება შემოდგომაზე მიიღება.
მისივე თქმით, ამ საკითხთან დაკავშირებით აქტიური კონსულტაციები მიმდინარეობს.
„მე განვაცხადე, რომ ზაფხულში ვიმუშავებდით ამ საკითხზე და გადაწყვეტილების მიღება უნდა მოხდეს შემოდგომაზე. დიახ, ამ საკითხზე მიმდინარეობს ინტენსიური კონსულტაციები. ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები გვეხმარებიან ამ კონცეფციის შემუშავებაში და ბუნებრივია, პარლამენტში, ჩვენს პოლიტიკურ გუნდთან ერთად წარვსდგებით ამ ინიციატივით, სადაც ყველას, მათ შორის საზოგადოებას ექნება საშუალება, რომ გვქონდეს კომუნიკაცია და მივიღოთ ისეთი ორგანო, რომელიც იქნება სრულ თანხვედრაში იმ სტანდარტებთან, რომლისკენაც საქართველო მიისწრაფვის. ეს არის ევროპული და ნატო-ს სტანდარტები“ - განაცხადა ბახტაძემ.