7-08-2023
მსახიობი თემურ გვალია მიხეილ სააკაშვილის მიერ 2008 წლის 9 აგვისტოს გამოცემულ ბრძანებულებას აქვეყნებს, რომელშიც წერია, რომ რუსეთის ფედერაციის ჯარი და ტექნიკა საქართველოში 8 აგვისტოს შემოვიდა.
როგორც გვალია აღნიშნავს, რადიკალური ოპოზიცია ამ დოკუმენტის არსებობის მიუხედავად ამტკიცებს, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყო. მისი თქმით, მსგავსი ქმედება აფერისტობაა და სწორედ ტყუილების გამო არ აქვს ოპოზიციას საზოგადოების მხარდაჭერა.
„საბუთი სადაც სააკაშვილი თავად აღნიშნავს, რომ ომი 8 აგვისტოს დაიწყო.. მთელი "ნაცმოძრაობა" და მასთან შეხორცებული, მუწუკი პარტიების წევრები, ერთ ხმაში გაჰყვირიან, რომ ომი 7 აგვისტოს დაიწყოო.. ჯერ მარტო ამ აფერისტობისთვის ხართ ქვეყნიდან გასაყრელები. დაიწყო ომი, დაიხოცა ქართველი მეომრები, ქვეყნის ნაწილი, 20% „დაუადა“ პუტინს და განაგრძო არხეინი ცხოვრება! ასეთი ტყუილების გამო ვერ გიტანთ ქვეყნის მოსახლეობა! ხოდა კი დადიხართ მაგ სიმართლით!” - წერს გვალია Facebook-ზე.
16-11-2024
16-11-2024