გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შოვში სამაშველო ღონისძიებების დროს პოლიციის მაიორი მირიან ჭელიძე გარდაიცვალა

7-08-2023

შოვში სამაშველო ღონისძიებების დროს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებელი, მირიან ჭელიძე შეუძლოდ გახდა და გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.


„შინაგან საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ამბროლაურის რაიონული სამმართველოს საგამოძიებო განყოფილების გამომძიებლის, 1975 წელს დაბადებული მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო.


პოლიციის მაიორი, ონის მუნიციპალიტეტში სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, იგი სტიქიური უბედურების ზონაში მიმდინარე სამაშველო ღონისძიებების ფარგლებში იცავდა საზოგადოებრივ წესრიგს, რა დროსაც შეუძლოდ გახდა და საავადმყოფოში მიყვანამდე გზაში გარდაიცვალა.


შინაგან საქმეთა სამინისტრო მირიან ჭელიძის გარდაცვალების გამო, თანაუგრძნობს გარდაცვლილის ოჯახს, ახლობლებს და თანამშრომლებს.“ - წერია სამინისტრო განცხადებაში.


ცნობისთვის, 3 აგვისტოს რაჭაში, კურორტ შოვში მეწყერი ჩამოწვა.


სტიქიას მსხვერპლი მოჰყვა.


სტიქიის ზონაში დაკარგულ მოქალაქეებს კვლავ ეძებენ, სამძებრო სამაშველო ღონისძიებები მე-4 დღეა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930