გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი კობახიძე: მძიმე რეაქცია მოყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას... გამოვა ერთი ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი

8-08-2023

გახსოვთ რა რეაქცია მოყვა უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაინიცირებას, ამაზე მძიმე რეაქცია მოყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას. გამოვა ერთი ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან, წინა შემთხვევაში საზოგადოება შეიყვანეს შეცდომაში, როცა საქმე ეხებოდა აგენტების შესახებ კანონს - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

 

მისი თქმით, როდესაც შენი მთავარი ძალა არის ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება, დეზინფორმაცია, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი ადამიანები, რომ საქართველოში ასეთი კანონი არ იყოს მიღებული.

 

როგორც ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანაა, სადაც ეს საკითხი მკაცრად არის მოწესრიგებული, თუმცა, ჩვენ შემთხვევაში ცოტა არარეალურია გონია ასეთი ცვლილებების განხორცილება.

 

„რაც შეეხება დეზინფორმაციასთან ბრძოლას, ბევრი იწერებოდა ამასთან დაკავშირებით ფეისბუქში, როგორ შეიძლება დავუპირისპირდეთ სიცრუეს, დეზინფორმაციას, ცილისწამებას, თეორიულად შეიძლება ამ საკითხის საკანომდებლო დონეზე მოწესრიგება, ძალიან ბევრი ევროპული ქვეყანაა, სადაც ეს საკითხი მკაცრად არის მოწესრიგებული, რაც ეხება სიცრუეს, დეზინფორმაციას, ცილისწამებას, თუმცა, ჩვენ შემთხვევაში ცოტა არარეალური მგონია ასეთი ცვლილებების განხორცილება.

 

რეალურად პოლარიზაცია საქართველოში დგას ძირითადად ორ რამეზე. ეს არის უცხოური აგენტურა და ეს არის სიცრუე, დეზინფორმაცია და ცილისწამება. გახსოვთ რა რეაქცია მოყვა უცხოელი აგენტების შესახებ კანონის დაინიცირებას, ამაზე მძიმე რეაქცია მოყვება ნებისმიერი კანონპროექტის დაინიცირებას, რომელიც დაუპირისპირდება სიცრუეს, ცილისწამებას.

 

გამოვა ერთი ორი ელჩი და იტყვის, რომ ეს არის რუსული კანონი, საზოგადოების შეცდომაში შეყვანას შეეცდებიან, წინა შემთხვევაში შეიყვანეს საზოგადოება შეცდომაში, როცა საქმე ეხებოდა აგენტების შესახებ კანონს. აქ კიდევ უფრო მეტი აგრესია იქნება. როდესაც შენი მთავარი ძალა არის ტყუილი, სიცრუე, ცილისწამება, დეზინფორმაცია, ყველაფერს გააკეთებენ შესაბამისი ადამიანები, რომ საქართველოში ასეთი კანონი არ იყოს მიღებული“ - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930