გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გიორგი ამილახვარმა აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო

8-08-2023

2008 წლის აგვისტოს ომიდან 15 წელი გავიდა. აღნიშნულ თარიღთან დაკავშირებით საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა გიორგი ამილახვარმა, საქართველოს პრემიერ-მინისტრთან, ირაკლი ღარიბაშვილთან და  მთავრობის წევრებთან ერთად, მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე აგვისტოს ომში დაღუპული გმირების ხსოვნას პატივი მიაგო.

 

გიორგი ამილახვარი: „8 აგვისტო გახლავთ ერთ-ერთი ყველაზე უმძიმესი თარიღი საქართველოს უახლეს ისტორიაში. ზუსტად 15 წლის წინ ამ დღეს სამშობლოს დაცვისა და ერთიანობისთვისბრძოლაში არაერთი ქართველი მებრძოლი დაიღუპა.


დღეს შევიკრიბეთ მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე და პატივი მივაგეთ ჩვენი გმირების ხსოვნას, რომლებმაც თავი გაწირეს საქართველოს უკეთესი მომავლისთვის. ჩვენი ბიჭების, ქართველი ჯარისკაცების თავდადება პატრიოტიზმისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის სანიმუშო მაგალითია, რომელსაც არასდროს დავივიწყებთ და მჯერა, ჩვენი მომავალი თაობა ამას განსაკუთრებით დააფასებსდა მათ საგმირო მაგალითებზე ისწავლის.


ჩვენ ვალდებულები ვართ, გავუფრთხილდეთ ჩვენი გმირების მონაპოვარს, ჩვენი ქვეყნის თავისუფლებას, დავდგეთ ერთად და ღირსეული ნაბიჯები გადავდგათ ქვეყნის გამთლიანებისკენ!


წელს განსაკუთრებით დამძიმებულები ვხვდებით ამ მტკივნეულ თარიღს – შოვში მომხდარმა ტრაგედიამ, რომელმაც ჩვენი თანამოქალაქეების, ახალგაზრდებისა და ბავშვების სიცოცხლე შეიწირა, თითოეული ჩვენგანი, მთელი საქართველო შეძრა. აქვე მინდა, კიდევ ერთხელ, მივუსამძიმრო სტიქიის შედეგად დაღუპულთა ოჯახებსა და ახლობლებს და თანადგომა გამოვუცხადო მათ.”

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930