8-08-2023
კასპის მუნიციპალიტეტში 2008 წლის აგვისტოს გმირები გაიხსენეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და 2008 წლის აგვისტოს ომის მონაწილეებმა კასპში გვირგვინით შეამკეს ტერიტორიული მთლიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და მათ ხსოვნას პატივი მიაგეს.
მამა ალექსანდრემ გმირთა სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი გადაიხადა.
ომმა 400-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა. კასპიდან 4, მათ შორის 3 მებრძოლი გელა თიგიშვილი, სოსო ბეჟუაშვილი და მფრინავი ალბერტ ბალხამიშვილი.
კასპის დაბომბვისას რკინიგზის მეისრე მურაზ მერებაშვილი, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა.
მუნიციპალიტეტის მერი ვახტანგ მაისურაძე და საკრებულოს თავმჯდომარე შოთა ბეგლარაშვილი ყოფილ მებრძოლებთან ერთად, სოფელ აღაიანში სოსო ბეჟუაშვილის, სოფელ ბოჟამში ალბერტ ბალხამიშვილისა და სოფელ კოდისწყაროში გელა თიგიშვილის საფლავებს ეწვივნენ.
16-11-2024
16-11-2024