გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ

29-08-2018

ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ და თუ ამ კრიზისიდან არ გამოვალთ, მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ. ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ყოფილმა ე.წ. პრემიერ-მინისტრმა სერგეი შამბამ განაცხადა.


„ხელისუფლების მხრიდან სრულ უმოქმედობას ვხედავთ. უუნარონი არიან რამე გააკეთონ. ხელისუფლებისგან ყოველთვის გვესმის, ადრე რა უკეთესი იყო. ჩვენ არ გვსურს, როგორც ადრე იყო. ჩვენ უკეთესობა გვინდა. გვსურს, ვიღაცა ადგეს და გამოასწოროს ის, რაც ჩვენთან ხდება. ოთხი წელი გავიდა და ვხედავთ, რომ ამ პრეზიდენტს არ შეუძლია სიტუაციის უკეთესობისკენ შეცვლა. ჩვენ გვჭირდება მტკიცედ განწყობილი ადამიანი, რომელიც დაიწყებს მოქმედებას. ყველა აღიარებს, რომ ჩვენ ღრმა კრიზისში ვართ, როგორც ეკონომიკური, ასევე პოლიტიკური თვალსაზრისით“, – განაცხადა სერგეი შამბამ.


მისივე თქმით, „საჭიროა კრიზისიდან გამოსვლაზე ფიქრი“.


„მე ვერ ვხედავ იმის პერსპექტივას, რომ ეს ხელისუფლება კრიზისიდან გამოგვიყვანს. თუ უახლოეს დროში ამ კრიზისიდან ვერ გამოვალთ, ისეთ უფსკრულში ჩავვარდებით, რომლიდანაც ვერასოდეს ვერ გამოვალთ. მაშინ რაში გვჭირდებოდა ეს ბრძოლა? მას შემდეგ, რაც დამოუკიდებლობა მოვიპოვეთ, ისეთი სახელმწიფო შევქმენით, რომელიც არასოდეს გვქონია. ისეთი თავისუფლება მივიღეთ, რომელიც არასოდეს გვქონია. და ამით სარგებლობა არ შეგვიძლია, ვინაიდან არაკომპეტენტური ხალხია ხელისუფლებაში. ჩვენ ყველანი, მათ შორის მე, დამნაშავეები ვართ, რომ ისინი მოვიდნენ. რასაც მე ვხედავ, ერთადერთი ადამიანი, ვისაც შეუძლია ქვეყანა კრიზისიდან გამოიყვანოს, ასლან ბჟანიაა. ხალხს უნდა ავუხსნათ თუ რა ხდება. უნდა ავუხსნათ, რომ ხვალ ტრაგედია გველოდება, ისეთივე, როგორიც მე-19 საუკუნეში მოხდა, როდესაც ყველაფერი დავკარგეთ. კვლავ ყველაფერს დავკარგავთ და მერე მუხლებზე დავდგებით და საქართველოს ან რუსეთს ვთხოვთ თავიანთ შემადგენლობაში მიგვიღონ. ნუთუ ეს გვინდა? მე ეს არ მსურს“, – დასძინა სერგეი შამბამ.




geopressnews.ge

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930