გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციული ტალღების ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედია საშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია

9-08-2023

სამწუხაროდ სტიქიასთან ბრძოლასთან ერთად, ამ დღეებში ჩვენ გვიწევდა დეზინფორმაციის და ყალბი ამბების წინააღმდეგ ბრძოლაც. როგორც ჩანს, ხელისუფლების მიმართ სიძულვილი და სკანდალებით ყურადღების მიქცევის სურვილი იმდენად აბრმავებს ზოგიერთს, რომ მზად არიან ნებისმიერი სიყალბე შეთხზან, დაიჯერონ და გაავრცელონ - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.

 

მისი თქმით, ამ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციული ტალღების ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ, როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედია საშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია.

 

„ის, რაც ამ დღეებში ტელე თუ სოციალურ მედიაში ხდებოდა, თავისუფლად შეიძლება შეფასდეს, როგორც ქართულ საზოგადოებაზე საინფორმაციო თავდასხმა, რომლის მიზანი სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენა, საზოგადოებაში დაბნეულობის შეტანა და პანიკის დათესვაა.

 

ჩვენ ფაქტობრივად გავხდით მცირე მოდელირების მოწმე, თუ რა სახის საინფორმაციო შეტევები შეიძლება განხორციელდეს ქართულ საზოგადოებაზე კრიზისული სიტუაციების დროს. ამ კამპანიური ხასიათის დეზინფორმაციული ტალღების ინიციატორები და მონაწილეები იყვნენ, როგორც პოლიტიკოსები, ისე ზოგიერთი მედია საშუალება და არასამთავრობო ორგანიზაცია. საგანგებო შტაბს, ფაქტობრივად უწყვეტ რეჟიმში, სტიქიის შედეგებთან ბრძოლის პარალელურად, უწევდა რესურსების ხარჯვა ყალბი ამბების წინააღმდეგ საბრძოლველად. ამასთან, სპეციფიკური იყო ის გარემოებაც, რომ დეზინფორმაციის მხილებისას, მალევე მოჰყვებოდა სხვადასხვა ჯგუფების მიერ მხილების ავტორებზე თავდასხმა, მათი გაჩუმების მიზნით; პარალელურად კი გრძელდებოდა უკვე მხილებული დეზინფორმაციის ჯიუტად გამეორება და გავრცელება“, - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930