გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
შალვა პაპუაშვილი: 5 აგვისტოს „მთის ამბებმა“ გამოაქვეყნა ფოტო, სადაც ჩანს მამაკაცი, რომელიც შვილს ეძებს, მას კი თითქოს არავინ ხვდება, მე საჯაროდ ვთხოვე მათ ამ ყალბი ამბის აღება - ეს დეზინფორმაცია დღემდე განთავსებულია მათ გვერდზე

9-08-2023

 5 აგვისტოს „მთის ამბებმა“ ფეისბუკის საკუთარ გვერდზე გამოაქვეყნა ფოტო განმარტებით, რომ ამ ფოტოზე წინა ფონზე ჩანს მამაკაცი რომელიც შვილს ეძებს, რამდენიმე დღეა ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრას ცდილობს, მას კი არავინ ხვდება. ფოტოს უკანა ფონზე კი ჩანან ხელისუფლების წარმომადგენლები, რომლებიც ერთმანეთთან ბჭობენ’’ - განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა გამართულ ბრიფინგზე.

 

შალვა პაპუაშვილმა მცდარი ინფორმაცია უწოდა იმ ფაქტს, რომ თითქოს დაკარგულების ოჯახების წევრების მიმართ სახელმწიფო ყურადღებას არ იჩენს.

 

როგორც მან განმარტა, ამ ადამიანს დიდი ხსნი განმავლობაში პირადად ესაუბრებოდა.

 

,,ამ ფოტოს გადაღებამდე რამდენიმე წამით ადრე პირადად მე დიდი ხნის განმავლობაში ვესაუბრებოდი ამ მამაკაცს, ეს კარგად იცოდა ფოტოს ავტორმაც, თუმცა, როგორც ჩანს სკანდალური ნარატივის კარგად გაყიდვის იმედით ამგვარი სიყალბე დადგა. მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად საჯაროდ გამოვეხმაურე „მთის ამბებს“ და ვთხოვე ამ ყალბი ამბის გვერდიდან აღება, რაიმე რეაგირება ამას არ მოჰყოლია. ეს დეზინფორმაცია დღემდე განთავსებულია მათ გვერდზე" - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31