9-08-2023
საჯაროდ ვთხოვე „მწვანე ალტერნატივას“ თავადვე განემარტა საზოგადოებისთვის რომ არანაირი კავშირი მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციასა და სტიქიას შორის არ არსებობდა, არასამთავრობო ორგანიზაციამ ამ ყალბი ნარატივის შეჩერებისთვის არაფერი მოიმოქმედა და ის მომდევნო დღეებშიც აქტიურად განიხილებოდა - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა დღეს გამართულ ბრიფინგზე.
მისი თქმით, გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის ამგვარი მანიპულაცია საკმარისი აღმოჩნდა იმ ყალბი ნარატივის გასამყარებლად, რომ ეს სტიქია პროგნოზირებული იყო და ხელისუფლებამ მის საპრევენციოდ არაფერი მოიმოქმედა. „მწვანე ალტერნატივა“-ს მიერ გავრცელებული ნარატივი - თითქოს სტიქია პროგნოზირებული იყო ჯერ კიდევ 2021 წელს გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ - ერთერთია იმ ცხრა ყალბ ნარატივს შორის, რომელზეც პარლამენტის თავმჯდომარემ ბრიფინგზე ისაუბრა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, ამ ნარატივების საზოგადოებისთვის თავსმოხვევა ინტენსიურად ხდებოდა და მიზნად ისახავდა საზოგადოების დაზაფრვას და სახელმწიფოს მიმართ უნდობლობის გაჩენას.
„სტიქიის მეორე დღეს არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ალტერნატივას“ ხელმძღვანელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა მის მიერ მონიშნული ამონარიდი გარემოს ეროვნული სააგენტოს ბიულეტენიდან იმის დასადასტურებლად, რომ თითქოს შოვში მომხდარი ბუნებრივი კატასტროფის შესაძლებლობა სააგენტოს ნაწინასწარმეტყველები ჰქონდა.
რეალობაში, თავად გამოქვეყნებულ ამონარიდშივე ჩანს, რომ საუბარი იყო არა მდ. ბუბისწყალზე სადაც მოხდა სტიქია, არამედ მდ. დღვიორაზე, რომელიც სტიქიის ეპიცენტრიდან ერთი კილომეტრით ქვემოთ, სოფ. გლოლაში მოედინება და არანაირი კავშირი არ ჰქონია სტიქიასთან. რა თქმა უნდა, გაუთვითცნობიერებელი მკითხველისთვის ამგვარი მანიპულაცია საკმარისი აღმოჩნდა იმ ყალბი ნარატივის გასამყარებლად, რომ ეს სტიქია პროგნოზირებული იყო და ხელისუფლებამ მის საპრევენციოდ არაფერი მოიმოქმედა. მიუხედავად იმისა, რომ გარემოს ეროვნულმა სააგენტომ ეს ცრუ ინფორმაცია მალევე უარყო და პირადად მეც საჯაროდ ვთხოვე „მწვანე ალტერნატივას“ თავადვე განემარტა საზოგადოებისთვის რომ არანაირი კავშირი ამ ინფორმაციასა და სტიქიას შორის არ არსებობდა, არასამთვარობო ორგანიზაციამ ამ ყალბი ნარატივის შეჩერებისთვის არაფერი მოიმოქმედა და ის მომდევნო დღეებშიც აქტიურად განიხილებოდა“ - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024