10-08-2023
მკითხველის „საბას“ ჟიურის ხუთივე წევრის ვინაობა ცნობილია. მკითხველები, რომლებმაც 3 თვის განმავლობაში ყველაზე დიდი დრო დაუთმეს SABA Reader-ში კითხვას არიან:
ლადო აბულაძე - 1100 წაკითხული საათი;
ქრისტინე კოხია - 1000 წაკითხული საათი;
ნათია ოქრომელიძე - 930 წაკითხული საათი;
ნინო გაფრინდაშვილი - 915 წაკითხული საათი;
ნათია იორდანიშვილი - 500 წაკითხული საათი.
შერჩევის პროცესი 8 მაისიდან დაიწყო და ყველაზე აქტიური მკითხველების სტატისტიკასაჯარო იყო აპლიკაცია SABA Reader-ში. ჟიურის შერჩევის პროცესში1700-მდე მკითხველი იყო ჩართული, რომლებმაცსამი თვის განმავლობაში, ჯამში 3 000 000 წუთზე მეტი დაუთმეს კითხვას, ხოლო კითხვის ჯამური მაჩვენებელი კონკურსის პირობებში 25%-ით გაიზარდა.
მკითხველის „საბას“ ჟიური შეირჩა შემდეგი კრიტერიუმებით:
შეგახსენებთ, ჟიური გამარჯვებულს დებიუტის მოკლე სიიდან ხმათა უმრავლესობით გამოავლენს. ტრადიციულად, „საბას“ ჟიურის მსგავსად გაიმართება მკითხველთა ჟიურის სხდომები, მათი მუშაობის პრინციპებიც იგივეა. მკითხველების ჟიური თავის რჩეულს პრემიას შემოდგომით, საბა 2023-ის დაჯილდოების ცერემონიალზე გადასცემს.
„საბას“ ისტორია 2002 წელს, თიბისისა და პოეტ რატი ამაღლობელის მიერ ლიტერატურული პრემია „საბას“ დაარსებით იწყება. კონკურსის კვალდაკვალ 2012 წელს შეიქმნა ელექტრონული წიგნების სახლი „საბა“, რომელიც აერთიანებს მრავალფეროვან ლიტერატურას - კლასიკურ და თანამედროვე, ქართულ და უცხოურ მხატვრულ ტექსტებს. 2019 წლიდან შეიქმნა მკითხველთა პლატფორმა „საბკულტურა“ და მასთან ერთად განახლდა აპლიკაცია Saba Reader-ი. დღეს „საბას“ ბიბლიოთეკაში 7 000-ზე მეტი ელექტრონული და ხმოვანი წიგნი იყრის თავს.
16-11-2024
16-11-2024