10-08-2023
„სახალხო დამცველის ეს დასკვნა მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ნიშნავს იმას, რომ როდესაც პოლიტიკურად ანგაჟირებული არ ხარ და როგორც ექიმი, ისე აფასებ პაციენტს, ანუ ობიექტურად, მაშინ რეალობასა და სიმართლეს დაწერ.“, - ამის შესახებ ჟურნალისტებთან „ხალხის ძალის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გურამ მაჭარაშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, ახალსა და წინა სახალხო დამცველს შორის ჩანს, რომ წინა პოლიტიკურად ანგაჟირებული იყო, რის გამოც მის მიერ დაწერილი დასკვნები ნდობას არ იწვევდა.
„სააკაშვილის ჯანმრთელობა მის ხელშია. შესაბამისად, თუკი, მისთვის კვების დეფიციტის განზრახ შექმნით მისი ოჯახი იმანიპულირებდა, ამას ვერავინ უშველიდა დედამიწის ზურგზე - ვერც ევროპის ჰაერი და ვერ ვერაფერი. ეს დასკვნა განსხვავებულია წინა დასკვნებისგან, როდესაც თავად სახალხო დამცველი იყო პოლიტიკურად ანგაჟირებული და პირდაპირ ამბობდა, რომ სააკაშვილის ადვოკატი იყო და არა - სახალხო დამცველი. გასაგებია, ამ შემთხვევაში მის მიერ მოწვეული ექიმი-ექსპერტები რას დაწერდნენ. ამიტომ, ეს არის ის რეალობა, რაც საბოლოოდ დაიწერა და აღიარეს ამ კონსილიუმის ექიმებმაც“, - აღნიშნა გურამ მაჭარაშვილმა.
16-11-2024
16-11-2024