გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლოჯისტიკის სარდალმა თავდაცვის ძალებიდან ჩართული ქვედანაყოფების მეთაურებს დღის გეგმით გათვალისწინებული სამუშაოები გააცნო

14-08-2023

შოვში, სტიქიის ზონაში ძებნა-შველის ღონისძიებები დილიდან განახლდა. ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდალმა, ბრიგადის გენერალმა კახა ტაბატაძემ თავდაცვის ძალებიდან ჩართული ქვედანაყოფების მეთაურებთან ერთად დღის გეგმას გადახედა და ძებნის სამუშაოებთან დაკავშირებით ახალი დავალებები გააცნო.


საველე მართვის პუნქტიდან ლოჯისტიკის სარდალმა სტიქიის ეპიცენტრში გადაინაცვლა და სამხედროების მუშაოების პროცესს ადგილზე დააკვირდა.


თავდაცვის ძალები შსს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურთან კოორდინაციით ათ ლოკაციაზე ახორციელებს ძებნა-შველის ღონისძიებებს. უშუალოდ სტიქიის ეპიცენტრში ძებნის სამუშაოებს მე-3 ქვეითი ბრიგადისა და აღმოსავლეთის სარდლობის საბრძოლო-საინჟინრო ბატალიონის პირადი შემადგენლობა მაშველებთან ერთად, ჯარების ლოჯისტიკური უზრუნველყოფის სარდლობის სპეციალური ტექნიკითა და საშუალებებით ახორციელებს.


მდინარეების ჭანჭახისა და რიონის კალაპოტების 54-კილომეტრიან მონაკვეთზე მონიტორინგსა და წერტილოვან ძებნის სამუშაოებში ეროვნული გვარდიის პირადი შემადგენლობა, რეზერვისტები და მაშველები არიან ჩართული. მდინარეების კალაპოტში ეროვნული გვარდიის ის სამხედრო მოსამსახურეები აწარმოებენ მონიტორინგს, რომლებსაც მდინარის ფორსირებისა და სამძებრო სამუშაოების სპეციალური კურსი აქვთ გავლილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930