გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და განვითარების საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს

15-08-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მასში შემავალი შესაბამისი უწყებების, ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს წარმომადგენლებმადა ექსპერტებმა, რუსთავის ჭალის ტყის ბიომრავალფეროვნების კონსერვაციისა და განვითარების ინსტიტუციური ჩარჩოს გაძლიერების საკითხები სამუშაო შეხვედრაზე განიხილეს.

 

შეხვედრის მონაწილეებმა დეტალურად განიხილეს ჭალის ტყეების სტატუსისა და მისი მართვის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული საკითხები, ასევე, პროექტის ფარგლებში, რუსთავის ჭალის ტყის განვითარებისთვის დაგეგმილი საქმიანობები.

 

შეხვედრა მიზნად ისახავდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის შესაბამისი სამსახურების, რომელთა უშუალო კომპეტენცია და ვალდებულებაა რუსთავის ჭალის ტყის განვითარების პროცესში ჩართვა, სრულ ინფორმირებულობას პროექტით გათვალისწინებული პროცესისა და შედეგების შესახებ.

 

პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ შვიდი ძირითადი კომპონენტიდან, ჭალის ტყის აღდგენა და განვითარება მე-2 კომპონენტია, რომლის ერთ-ერთი მიზანი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერრუსთავის ჭალის ტყის მართვა და განვითარებაა.

 

„საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ, შვედეთის სამეფოს მთავრობის საერთაშორისო განვითარების თანამშრომლობის სააგენტოს(Sida) ფინანსური მხარდაჭერით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, რუსთავის მოსახლეობისა და ქალაქის ვიზიტორებისთვის ისტორიული მნიშვნელობის სტრატეგია და გეგმა შემუშავდა, რომელიც უნიკალური ჭალის ტყის აღდგენას, განვითარებას დაკონსერვაციას გულისხმობს. რუსთავის ჭალის ტყეების გამორჩეული ეკოსისტემის მდგრადი მართვა, წინაპირობაა ბიომრავალფეროვნების აღდგენის, ქალაქის მოსახლეობის სუფთა ჰაერითა და რეკრეაციული სივრცეებით უზრუნველსაყოფად",- განაცხადა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, კარლო ამირგულაშვილმა.

 

როგორც რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ აღნიშნა, ქალაქ რუსთავში იწყება ჭალის ტყის აღდგენა. ჭალის ტყე, რომელიც რუსთავის მუნიციპალიტეტის საზღვრებშია მოქცეული, მნიშვნელოვანი რესურსია ქალაქ რუსთავში ეკოლოგიური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად.

 

„90-იან წლებში, ენერგეტიკული კრიზისის დროს, ჭალის ტყეს სერიოზული ზიანი მიადგა. მნიშვნელოვანია, რომ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და შვედეთის განვითარების სააგენტოს (Sida) მხარდაჭერით, პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება - საქართველო“ ფარგლებში, შემუშავდა რუსთავის ჭალის ტყის სტრატეგიული განვითარების დოკუმენტი, რომელიც ჭალის ტყის განვითარების დეტალურ გეგმას მოიცავს. აღნიშნული პროექტისგანსახორციელებლად, ასევე აუცილებელია გავერთიანდეთ ქ. რუსთავის მოსახლეობა და ყველა ის ადამიანი, ვისთვისაც ჩვენი ქალაქის და ქვეყნის ეკოლოგიური მდგომარეობის გაუმჯობესება პრიორიტეტულია", - აღნიშნა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერმა, ნინო ლაცაბიძემ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930