გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მოქალაქის მიმართ ცემასა და ძალადობაში ეჭვმიტანილ პროკურორს ბრალი წარედგინა

29-08-2018

საქართველოს პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში მიმდინარე გამოძიების ფარგლებში, ყოფილ პროკურორ გ.შ.-ს მოქალაქე გ.მ.-ს ცემის და მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი წარედგინა.


უწყების პრესსამსახურის ინფორმაციით, გამოძიების პარალელურად, საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში ჩატარდა სამსახურებრივი შემოწმება პროკურორ გ.შ.-ს მიერ შეუფერებელი საქციელის და მასზე კანონით დაკისრებული მოვალეობის შეუსრულებლობის ფაქტზე.


მთავარი პროკურორის ინიციატივით მოწვეულმა პროკურატურის საკონსულტაციო საბჭომ ერთხმად მიიღო რეკომენდაცია პროკურატურიდან გ.შ.-ს დათხოვნის შესახებ. რეკომენდაციის საფუძველზე, შალვა თადუმაძის ბრძანებით გ.შ. გათავისუფლდა საქართველოს პროკურატურიდან.


გამოძიებამ დაადგინა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს, გ.შ.-მ ქ.წყალტუბოში, აკაკი შანიძის ქ. №9-ში მცხოვრებ მეგობარ თ.გ.-სთან მისვლის შემდეგ საცხოვრებელი კორპუსის ეზოში სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა თ.გ.-ს მეუღლეს გ.მ.-ს.


გამოძიებით ასევე დადგინდა, რომ პროკურორმა გ.შ.-მ, მოქალაქე თ.გ.-ს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა 2017 წლის ოქტომბერშიც მიაყენა.

ბრალდების მხარე გ.შ.-სთვის აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხთან დაკავშირებით შუამდგომლობით თბილისის საქალაქო სასამართლოს მიმართავს.
საქართველოს მთავარი პროკურატურის გენერალურ ინსპექციაში გ.შ.-ს მიმართ მიმდინარე გამოძიების შედეგების შესახებ ინფორმაცია საზოგადოებას დამატებით მიეწოდება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2024    »
1234567
891011121314
15161718192021
22232425262728
2930