21-08-2023
„საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის“ დოკუმენტის ძირითადი მიმართულებები და კონცეფციის ახალი მიდგომების დანერგვის ამოცანები მხარეებმა ახალციხის მუნიციპალიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზეგანიხილეს. მუნიციპალიტეტის სოფლების რწმუნებულებთან შეხვედრას მიწის მდგრადი მართვისა და მიწათსარგებლობის მონიტირინგის ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარე გიორგი მიშელაძე, კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის (REC Caucasus) დირექტორი სოფო ახობაძე დაახალციხისმუნიციპალიტეტის მერი ირაკლი ლაზარაშვილი ესწრებოდნენ.
საძოვრების მდგრადი მართვის სისტემის დასანერგად, პირველ ეტაპზე, განხორციელდება საქართველოში არსებული საძოვრების ფართობის განსაზღვრა, დეგრადაციის ტენდენციის შეფასება დასათიბ-საძოვრების იდენტიფიცირება; ასევე, საძოვრების ზონირება სოფლის საძოვრებად, ზამთრის საძოვრებად, ახლო და შორეულ ზაფხულის საძოვრებად და ზონირების შესაბამისი რუკების შედგენა. ზონირების მიხედვით დადგინდება,თუ რომელი საძოვრები გადაეცემა სოფლის მაცხოვრებლებს საერთო სარგებლობის რეჟიმით და რომელი გაიცემა იჯარით.
ზემოაღნიშნულის მიზნით, მუნიციპალიტეტის მასშტაბით, რამდენიმე ლოკაციაზე გადამოწმდა მიწის ის ნაკვეთები, რომლებთაც, ძველი მიწათსარგებლობის გეგმების მიხედვით, საძოვრის კატეგორია ჰქონდათ მინიჭებული; განხორციელდა მათი ადგილზე დათვალიერება და შეფასება სხვადასხვა მაჩვენებელზე.
საძოვრების მდგრადი მართვის ეროვნული პოლიტიკის კონცეფციის დოკუმენტი საძოვრებით მდგრადი სარგებლობისა და მათი დაცვის ერთიანი, თანმიმდევრული მიდგომის ჩამოსაყალიბებლად, ქართველი და საერთაშორისო ექსპერტების ჩართულობით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემუშავდა. ახალმა მიდგომებმა უნდა უზრუნველყოს საძოვრებზე მიწის დეგრადაციის პრევენცია და ბიომრავალფეროვნების შენარჩუნება.
16-11-2024
16-11-2024