გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ლევან ნიკოლეიშვილი: სოფიკო ჭყონია კიევში იყო და ცრემლებს ღვრიდა, რა უქნეს ამ ქვეყანას რუსებმაო, საკუთარ სასტუმროში კი რუსებს ლაზათიანად ემსახურებიან და რუბლებსაც კარგად იჯიბავენ

27-08-2023

სოფიკო ჭყონია კიევში იყო და ცრემლებს ღვრიდა, რა უქნეს ამ ქვეყანას რუსებმაო, მეორე მხრივ კი საკუთარი სასტუმროთი რუსებს ლაზათიანად ემსახურებიან და რუბლებსაც კარგად იჯიბავენ, - ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.


„ეს სქრინი რამდენიმე წუთის წინ გადავიღე. სასტუმრო თემურ ჭყონიას და მის ქალიშვილს, ყველაფერ რუსულზე სახის მხოკავ სოფო ჭყონიას ეკუთვნით, ქობულეთში მდებარეობს და „ჯორჯია პალასი სასტუმრო და სპა ქობულეთი“ ჰქვია. ჰოდა კი არაფერი, მაგრამ ეს ორმაგი სტანდარტი მაოგნებს - სოფიკო ჭყონია კიევში იყო და ცრემლებს ღვრიდა, რა უქნეს ამ ქვეყანას რუსებმაო, მეორე მხრივ კი საკუთარი სასტუმროთი რუსებს ლაზათიანად ემსახურებიან და რუბლებსაც კარგად იჯიბავენ... ასე გამოიყურება ჭყონიების სამარცხვინო ოჯახი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930