31-08-2023
"თქვენ ერთს ვერ ითავისებთ, რომ 2003 წლის სპექტაკლს ხალხი არასდროს დაუბრუნდება," - ასე გამოეხმაურა "ხალხის ძალის" წევრი ზურაბ ქადაგიძე ყოფილი სახალხო დამცველის, ნინო ლომჯარიას მიერ სოციალურ ქსელში გამოქვეყნებულ პოსტს, სადაც ლომჯარია წერს, ევროპაშიც ჩავალთ, კანდიდატის სტატუსსაც მოვითხოვთ და სხვა რამეებსაც გავაკეთებთო.
ქადაგიძის თქმით, ლომჯარიას და მის თანამოაზრეებს ქვეყანაში რევოლუციის მოწყობა არ გამოუვიდათ და არც ახლა გამოუვათ.
"დეგნანის ფრეილინა გაკაპასდა. კარგი რა ნინო, თქვენ აქამდე რევოლუცია ვერ მოაწყვეთ და აწი თქვენი სადაცა თქვათ იქ ჩვენიც მიაყოლე. ძალიან პრიმიტიულად დგას საკითხი- შენ მადამ პღეზიდენტი და სხვა ათასი რჯულის ადრე თუ ახლა გადაბირებული ბენეფიციარი ფეხებსაც ვერ მოსჭამთ საქართველოს, სულ რომ სოროსი დატოვოთ ბანკროტად! თქვენ ერთს ვერ ითავისებთ, რომ 2003 წლის სპექტაკლს ხალხი არასდროს დაუბრუნდება. აქედან გამომდინარე, “ძაღლი ჰყეფს,ქარავანი მიდის”… ჰოდა იყეფეთ რა, თქვენ ხმას თუ თქვენ არ გაუფრთხილდებით ჩვენ ნაკლებად გვადარდებს…" - წერს ქადაგიძე.
16-11-2024
16-11-2024