გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ოთარ შამუგია: ინდუსტრიულ ბაღებში საკმაოდ კარგი მოსავალია და ხარისხიც ნორმალურია

1-09-2023

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ შამუგია, სამეგრელოს რეგიონში იმყოფებოდა, სადაც ფერმერ შალვა ჩხენკელის თხილის ბაღში თხილის კრეფის პროცესს გაეცნო.


სოფელ ანაკლიაში, მინისტრი სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან ნინო ვიბლიანთან ერთად შეხვდა იმ მეთხილე ფერმერებს, რომლებიც ინდუსტრიული თხილის ბაღების მფლობელები არიან.


„სამეგრელოს რეგიონში შევხვდით ფერმერებს და ასოციაციების წარმომადგენლებს, რომლებიც ამ მიმართულებით მუშაობენ და პირველ რიგში, მოვისმინეთ მათგან ინფორმაცია წლევანდელ მოსავალთან, არსებულ გამოწვევებთან და მოსავლის დაბინავების პროცესთან დაკავშირებით. როგორც ფერმერებმა თქვეს, ინდუსტრიულ ბაღებში საკმაოდ კარგი მოსავალია, საშუალოდ ჰექტარზე დაახლოებით ტონა ნახევარი-სამი ტონის ფარგლებში და ხარისხიც ნორმალურია“, - განაცხადა ოთარ შამუგიამ.


„მთავრობა არაერთ სახელმწიფო პროგრამას ახორციელებს. ვიმყოფებოდით ერთ-ერთი მეთხილე ფერმერის თხილის ბაღში, რომელმაც სახელმწიფო პროგრამით 47 ჰა-ზე სარწყავი სისტემა მოაწყო, რამაც ხელი შეუწყო, როგორც მოსავლიანობის ზრდას, ასევე უკეთესი ხარისხის წარმოებას, ადგილობრივების დასაქმებას და ზოგადად, ქვეყანაში შიდა პროდუქტის შექმნას“, - განაცხადა სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ ნინო ვიბლიანმა.

ფერმერი შალვა ჩხენკელი სოფლის განვითარების სააგენტოს ბენეფიციარია და პროგრამებით „დანერგე მომავალი“ და „შეღავათიანი აგროკრედიტი“ სარგებლობს.


ფერმერმა პროგრამით „დანერგე მომავალი“ თხილის ბაღში სარწყავი სისტემის მოწყობისათვის თანადაფინანსება 104,250 ლარი მიიღო, 5 ჰექტარზე თხილის ბაღის გაშენებისათვის 17,750 ლარი, ჭა/ჭაბურღილის მოწყობის მიზნობრიობით კი თანადაფინანსება 18,800 ლარი.


მინისტრთან ერთად სამეგრელოს რეგიონში, სოფლის განვითარების სააგენტოს ხელმძღვანელი დავით წითლიძე, ზუგდიდის მაჟორიტარი დეპუტატი ირაკლი ჩიქოვანი და მეთხილე ფერმერთა კავშირის აღმასრულებელი დირექტორი ოთარ შეროზია იმყოფებოდნენ.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031