2-09-2023
თავდაცვის მინისტრის პირველმა მოადგილემ გაერთიანებული სამეფოს თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს უმასპინძლა.
ლელა ჩიქოვანმა აღმოსავლეთ ევროპაში, ცენტრალურ აზიასა და რუსეთში ოფიციალურ წარმომადგენელსა და ჯგუფის ხელმძღვანელს, დევიდ მორგანს ვიზიტისთვის მადლობა გადაუხადა და გაერთიანებული სამეფოს, როგორც საქართველოს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორისა და მტკიცე მხარდამჭერის მიმართ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა. მხარეებმა თავდაცვის სფეროში ორმხრივი თანამშრომლობის მიმდინარე საკითხებზე და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს.
ლელა ჩიქოვანმა ბრიტანელ სტუმარს საქართველოს თავდაცვის უწყებაში განხორციელებული და მიმდინარე რეფორმები გააცნო და ამ პროცესში საერთაშორისო პარტნიორების ჩართულობის მნიშვნელობა ხაზგასმით აღნიშნა. მისი განცხადებით, გაერთიანებული სამეფო თავდაცვისა და უსაფრთხოების კუთხით, ჩვენი ქვეყნის ერთ-ერთი სანდო და გამორჩეული პარტნიორია, რომელსაც საქართველოს თავდაცვის ძალების განვითარების საქმეში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს.
თავდაცვის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე საუბარი შეეხო ასევე რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ უსაფრთხოების გარემოს, მზარდ საფრთხეებსა და შავი ზღვის უსაფრთხოების არქიტექტურას.
16-11-2024
16-11-2024