გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
სახელმწიფო საწარმომ უკვე დაიწყო სეტყვისგან დაზიანებული ყურძნის მიღება - მინისტრის მოადგილე

3-09-2023

2 სექტემბერს მოსულმა ძლიერმა სეტყვამ და ქარმა, კახეთის რეგიონში, ყვარლის, თელავის, ახმეტის, სიღნაღის და გურჯაანის მუნიციპალიტეტებში სხვადასხვა სასოფლო სამეურნეო კულტურები, მათ შორის, ვენახები დააზიანა.


საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე, თენგიზ ნასარიძე კახეთის რეგიონში, მხარის რწმუნებულთან, გიორგი ალადაშვილთან ერთად, სტიქიის შედეგებს რამდენიმე მუნიციპალიტეტის სოფლებში გაეცნო.


დღის ბოლოს შემაჯამებელი შეხვედრა რთველის საკოორდინაციო შტაბში გაიმართა. მინისტრის მოადგილემ შტაბის წევრებისგან მიიღო ინფორმაცია ზოგადად რთველის მიმდინარეობისა და სტიქიის შედაგად დაზიანებული მოსავლის დაბინავების შესახებ.


„უკვე დღეიდან შესაძლებელია დაზიანებული ყურძნის სახელმწიფო საწარმოში ჩაბარება.მევენახეები შპს "მოსავლის მართვის კომპანიას"  დაზიანებულ ყურძენს 90 თეთრად აბარებენ, რაც მათთვის არის ძალიან დიდი მაკომპესირებელი ფაქტორი. მნიშვნელოვანია, რომ მოსავლის დაბინავება მოხდეს ორგანიზებულად და მევენახეებს არ მოუწიოთ რიგში ხანგრძლივადდგომა“, -აღნიშნა თენგიზ ნასარიძემ.


ქალაქ თელავში რთველის საკოორდინაციო შტაბი 24-საათიან რეჟიმში მუშაობს და ყველა რესურსი მობილიზებულია იმისთვის, რომ დაზარალებულმა მევენახეებმა შეუფერხებლად შეძლონ მოსავლის დაბინავება.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930