გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დეკლარირებული მონაცემებით, გასულ წელს სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1496 სუბიექტი ფუნქციონირებდა

31-08-2018

დეკლარირებული მონაცემების მიხედვით, 2017 წელს საქართველოში ფუნქციონირებდა სასტუმროს მომსახურებით დაკავებული 1496 ეკონომიკური სუბიექტი , რომელთაც გააჩნიათ 1595 სასტუმრო და სასტუმროს ტიპის დაწესებულება (ადგილობრივი ერთეულების და ფილიალების ჩათვლით). სასტუმროს მომსახურებით დაკავებული ეკონომიკური სუბიექტებისათვის ყველაზე გავრცელებულ ორგანიზაციულ-სამართლებრივ ფორმას შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება წარმოადგენს, რომლის წილად მოდის 2017 წელს მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო რაოდენობის 58.7 პროცენტი, ინდივიდუალური მეწარმის წილად - 38.7 პროცენტი. დანარჩენ მათგანს გააჩნია სააქციო საზოგადოების (1.3 პროცენტი), სოლიდარული პასუხისმგებლობის საზოგადოების (0.1 პროცენტი) და სხვა ორგანიზაციულ-სამართლებრივი ფორმის (1.2 პროცენტი) სტატუსი. სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების 99.1 პროცენტი კერძო საკუთრებაშია, ხოლო 0.9 პროცენტი - სახელმწიფო საკუთრებაში. 2017 წელს საქართველოში მოქმედი სასტუმროების და სასტუმროს ტიპის დაწესებულებების საერთო ფართობი 1790.3 ათას კვადრატულ მეტრს შეადგენდა (6.9%-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით). აქედან იჯარით გაცემულია 30.2 ათასი კვადრატული მეტრი, ხოლო ყველა ნომრის საცხოვრებელმა ფართობმა 882.1 ათასი კვადრატული მეტრი შეადგინა (7.4%-ით მეტი, გასული წლის შესაბამის მაჩვენებელთან შედარებით). 2017 წელს მოქმედ სასტუმროებსა და სასტუმროს ტიპის დაწესებულებებში ადგილების საერთო რაოდენობამ 66.9 ათასი ერთეული შეადგინა. ნომრების საერთო რიცხვი 30.7 ათასი ერთეულია, რომელთა 9.9 პროცენტი ლუქსია, 13.1 პროცენტი – ერთადგილიანი, 57.2 პროცენტი – ორადგილიანი, ხოლო 19.8 პროცენტი სამი და მეტი ადგილის მქონე ნომრებია. 2017 წლის განმავლობაში საქართველოს სასტუმროები და სასტუმროს ტიპის დაწესებულებები 3381.5 ათას სტუმარს მოემსახურა, რაც 33.1 პროცენტით აღემატება გასული წლის შესაბამის მაჩვენებელს. საქართველოს სასტუმროებს სტუმართა 69.7 პროცენტი საზღვარგარეთის ქვეყნებიდან სტუმრობდა2, 30.3 პროცენტი - საქართველოდან. საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რუსეთიდან (16.9 პროცენტი) შემოსული სტუმრები.
ევროკავშირის ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უმეტესობას პოლონეთიდან (20.0 პროცენტი) და გერმანიიდან (17.9 პროცენტი) შემოსული სტუმრები შეადგენდნენ, ხოლო სხვა ქვეყნებიდან შემოსულ სტუმართა შორის უდიდესი წილი თურქეთიდან (27.5 პროცენტი) და ირანიდან (20.1 პროცენტი) შემოსულ სტუმრებს უკავია. 2017 წელს გასულ წელთან შედარებით სტუმართა რაოდენობა რუსეთიდან გაიზარდა 73.6 პროცენტით, თურქეთიდან - 60.8 პროცენტით, ირანიდან 2.4 - ჯერ, უკრაინიდან - 37.0 პროცენტით, აზერბაიჯანიდან - 44.8 პროცენტით, ისრაელიდან - 26.4 პროცენტით, სომხეთიდან - 61.3 პროცენტით, პოლონეთიდან - 1.1 პროცენტით, საუდის არაბეთიდან - 2.2 -ჯერ.
საზღვარგარეთის ქვეყნებიდან საქართველოს სასტუმროებს უმეტესად სტუმრობდნენ რეკრეაციისა და დასვენების მიზნით 78.4 პროცენტი, საქმიანი და პროფესიული მიზნით - 13.8 პროცენტი, მკურნალობის მიზნით - 1.9 პროცენტი, ხოლო დარჩენილი 5.9 პროცენტი სხვა მიზნებზე მოდის.
რეკრეაციისა და დასვენების მიზნით, სასტუმროებსა და სასტურმოს ტიპის დაწესებულებებში განთავსებული არარეზიდენტი სტუმრებიდან 17.3 პროცენტი მოდის რუსეთიდან ჩამოსულ სტუმრებზე, 16.5 პროცენტი - თურქეთზე, 12.4 პროცენტი - ირანზე, 6.8 პროცენტი - უკრაინაზე, 5.4 პროცენტი - ისრაელზე, 4.3 პროცენტი - აზერბაიჯანზე, 4.0 პროცენტი - სომხეთზე, 2.2 პროცენტი საუდის არაბეთზე, 2.1 პროცენტი - პოლონეთზე და 1.8 პროცენტი - გერმანიაზე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
25262728293031