6-09-2023
„მთავრობის თუნდაც ფორმალური შეტყობინების გარეშე, „იპპ“ ზურაბიშვილის („იმპიჩმენტ-პროცედურული პრეზიდენტის“) შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ოპერატიულ ენაზე შეიძლება შეირაცხოს აგენტთან საკონტროლო შეხვედრად", - ასე შეაფასა „ხალხის ძალის“ წევრმა დავით ქართველიშვილმა პარიზში საქართველოსა და საფრანგეთის პრეზიდენტების შეხვედრა.
მანვე განმარტა, თუ რას შეიძლება ემსახურებოდეს ზურაბიშვილი-სარკოზის აუდიენცია და რა ნიუანსების გარკვევას მოიცავს ის. „მთავრობის თუნდაც ფორმალური შეტყობინების გარეშე, „იპპ“ ზურაბიშვილის („იმპიჩმენტ-პროცედურული პრეზიდენტის“) შეხვედრა საფრანგეთის პრეზიდენტთან, ოპერატიულ ენაზე შეიძლება შეირაცხოს აგენტთან საკონტროლო შეხვედრად", როდესაც ოპერთანამშრომელთან კავშირზე მყოფ საიდუმლო პირს ხვდება განყოფილების უფროსი. ხვდება დამატებითი ინსტრუქტაჟის ჩასატარებლად, ოპერთანამშრომელთან აგენტის ურთიერთობების ფსიქოლოგიურ-თავსებათობითი ნიუანსების გასარკვევად.
ხოლო, თუ აგენტურულ-ოპერატიული ურთიერთობები ფინანსური წახალისების ნიადაგზეა დამყარებული - ამ ტიპის საკითხების მოსაგვარებლადაც. განყოფილების უფროსი აგენტთან პირდაპირ კონტაქტზე მითუმეტეს მაშინ გადის, როდესაც ოპერთანამშრომელი (ამ შემთხვევაში...ვთქვათ, რომელიმე ქვეყნის ელჩი საქართველოში) ადგილზე არ იმყოფება, ან იგეგმება აგენტის ახალი ოპერთანამშრომლის კავშირზე გადაცემა და ამ კუთხით აგენტი საჭიროებს დამატებით ინსტრუქტაჟს.
ბოლომდე მაინც არ მჯერა, რომ მე ამის წერა ჩემს მოქმედ პრეზიდენტზე მიწევს“, - წერს დავით ქართველიშვილი.
16-11-2024
16-11-2024