გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ეკა ბესელია: ვფიქრობ, რეორგანიზაცია ძალიან კარგი ეტაპია ახალი მთავარი პროკურორის არჩევის ფონზე

31-08-2018

პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე პროკურატურის რეორგანიზაციას გამართლებულად მიიჩნევს და აცხადებს, რომ რეფორმა საჭირო შედეგის მომტანი იქნება. ამის შესახებ ეკა ბესელიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ვფიქრობ, რეორგანიზაცია ძალიან კარგი ეტაპია ახალი მთავარი პროკურორის არჩევის ფონზე. რეფორმები კვლავაც უნდა გაგრძელდეს. შესაბამისად, ახალ პროკურორს ამ კუთხით თავისი ხედვა აქვს და ვფიქრობ, რომ ეს სინქრონში მოხდება. პროცესი კანონის სრული დაცვით წარიმართება. ეს არის ერთიანი პროცესი და დარწმუნებული ვარ, ისეთი ტიპის შედეგებს მოიტანს, რომელიც ამ უწყების სიძლიერისთვის არის საჭირო”,-განაცხადა ეკა ბესელიამ.

საქართველოს მთავარ პროკურატურაში რეორგანიზაცია გამოცხადდა. მთავარი პროკურორის, შალვა თადუმაძის გადაწყვეტილებით, პირველ რიგში ცვლილებები შეეხება მთავარი პროკურატურის სტრუქტურულ ერთეულებს, რომლებშიც დასაქმებულები არიან საჯარო მოხელეები, ასევე განხორციელდება სისტემაში ხელმძღვანელ თანამდებობაზე მომუშავე პროკურორების ატესტაცია და მრავალ კომპონენტიანი შეფასების სისტემა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31