გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
მამუკა მდინარაძე: როგორც ჩანს, პრეზიდენტმა რეალურად გაზომა თავისი რეიტინგი

31-08-2018

მმართველი გუნდის წევრის, მამუკა მდინარაძის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებთან დაკავშირებით გიორგი მარგველაშვილის გადაწყვეტილება ლოგიკურია.
მისივე თქმით, როგორც ჩანს, მარგველაშვილმა საკუთარი შანსები და რეიტინგი რეალურად შეაფასა.
„როდესაც პრეზიდენტმა უარი განაცხადა წარმოედგინა უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარეობის კანდიდატი, პრაქტიკულად უკვე ნათელი იყო მისი ამ გადაწყვეტილების შესახებ. ეს არის ალბათ ლოგიკური გადაწყვეტილება მისი მხრიდან, რადგან მან, როგორც ჩანს, რეალურად შეაფასა თავისი შანსები და რეალურად გაზომა თავისი რეიტინგი“- განაცხადა მდინარაძემ.
შეგახსენებთ, რომ მარგველაშვილმა საპრეზიდენტო არჩევნების თაობაზე საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ დღეს პრეზიდენტის სასახლეში განაცხადა, სადაც ლატვიის ყოფილ პრეზიდენტთან ერთად სტუდენტებს შეხვდა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    მარტი 2025    »
 12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31