გაიგე განსხვავებული

კვირა, აპრილი 06, 2025
საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები ინტერნეტ დაიჯესტი
იტალიაში მატარებელმა საქართველოს მოქალაქე გაიტანა

10-01-2018

იტალიის ქალაქ ნატურნოში მატარებელი საქართველოს მოქალაქეს დაეჯახა. 1983 წელს დაბადებული კაცი ადგილზევე გარდაიცვალა. ინფორმაციას, იტალიურ გამოცემებზე დაყრდნობით, 1tv ავრცელებს.

როგორც იტალიური სააგენტოები წერენ, კაცი ღამით ლიანდაგებზე მიდიოდა. მემანქანემ ის გვიან შენიშნა და დამუხრუჭება ვერ მოასწრო. იტალიელმა სამართალდამცველებმა თვითმკვლელობის ვერსია გამორიცხეს.

როგორც იტალიაში საქართველოს საკონსულოში აცხადებენ, მომხდარ ტრაგედიასთან დაკავშირებით, საკონსულოში შეტყობინება შესულია. საკონსულო კონტაქტზეა ადგილობრივ პოლიციასთან და ოჯახის ახლობელთან. როგორც კი დასრულდება პროცედურები, გადმოსვენებაზე მუშაობა დაიწყება.

წყარო: imedinews.ge

https://imedinews.ge/ge/saqartvelo/43643/italiashi-matarebelma-saqartvelos-moqalaqe-gaitana

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    აპრილი 2025    »
 123456
78910111213
14151617181920
21222324252627
282930