8-09-2023
მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან, ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია და ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები. პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელთან, ევროკომისიის ვიცე-პრეზიდენტ ჯოზეფ ბორელთან შეხვედრის შემდეგ გამართულ ერთობლივ პრესკონფერენციისას განაცხადა.
მთავრობის მეთაურის თქმით, იცვლება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც არის დიდი გამოწვევა საქართველოსთვისაც.
„ჩვენ კარგად გვესმის ის რთული გეოპოლიტიკური ვითარება, რომელშიც დღეს ვიმყოფებით. ალბათ ასეთი გამოწვევის წინაშე არა მხოლოდ ჩვენი რეგიონი და ჩვენი ქვეყანა, არამედ მთლიანად ევროპა, ევროპის კონტინენტი არ ყოფილა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში, აგრესიამ და ომმა, რომელიც მიმდინარეობს და რომელიც არ ჩერდება, შეცვალა მთელი მსოფლოს დღის წესრიგი. იცვლება საერთაშორისო წესებზე დაფუძნებული წესრიგი, რაც რა თქმა უნდა არის დიდი გამოწვევა ჩვენი ქვეყნისთვისაც, ვინაიდან, მითუმეტეს, ჩვენი ქვეყანა, და მე ეს მჯერა, რომ თქვენ ეს კარგად გესმით და ჩვენს ევროპელ მეგობრებს, განსაკუთრებულ მდგომარეობაშია. მე არ მოვერიდები იმის თქმას, რომ ჩვენ სპეციფიურ მდგომარეობაში ვიმყოფებით, ვინაიდან, ჩვენი ქვეყნის 20% დღესაც ოკუპირებულია და ჩვენს ტერიტორიაზე დგას რუსული საოკუპაციო ჯარები. პირველი ომი ჩვენ გადავიტანეთ 2008 წელს, ეს იყო დამანგრეველი ომი, რამაც ასობით ჩვენი თანამოქალაქის სიცოცხლე შეიწირა, ჩვენი ჯარისკაცები, ჩვენი პოლიციელები, სამოქალაქო პირები. ჩვენ ეს მძიმე ფასი გვაქვს გადახდილი", - განაცხადა პრემიერმა.
16-11-2024
16-11-2024