გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ირაკლი ღარიბაშვილი: 2020 წელს მთელი ქვეყნის მშპ დაახლოებით 50 მილიარდი ლარი იყო, წელს 80 მილიარდ ლარამდეა, ბოლო სამ წელში, დაახლოებით 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა

11-09-2023

2020 წელს მთელი ქვეყნის მშპ დაახლოებით 50 მილიარდი ლარი იყო, წელს 80 მილიარდ ლარამდეა, ბოლო სამ წელში, დაახლოებით 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა,-ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.


პრემიერ-მინისტრის თქმით, 2012 წელს მოქალაქეების დეპოზიტების საერთო მოცულობა 2 მილიარდ დოლარზე მეტი იყო და ამდენივე იყო ლარში, ახლა კი 23 მლრდ დოლარია, და 22 მილიარდია ლარში.


ირაკლი ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა გაათმაგებულია.


„შედარებისთვის მინდა კიდევ ერთხელ მოვიყვანო, 2020 წელს მთელი ქვეყნის მშპ დაახლოებით 50 მილიარდი ლარი იყო. წელს -80 მილიარდ ლარამდეა. ანუ, ბოლო სამ წელში, დაახლოებით 30 მილიარდი ლარით გაიზარდა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკა. 1 სულ მოსახლეზე გადაანგარიშებით თითქმის 8000$ ზე გადის წლის ბოლოს. ეს რა თქმა უნდა, ძალიან დიდი ნახტომია. ამას სჭირდება შენარჩუნება, დაცვა და კიდევ უფრო მეტად გაძლიერება. მე ამას წინათ გავაკეთე ჩემს ერთ-ერთ ინტერვიუში კომენტარი და ვთქვი, რომ შედარებისთვის, 2012 წელს ჩვენი მოქალაქეების დეპოზიტების საერთო მოცულობა იყო თუ სწორედ მახსოვს 2 მილიარდ დოლარზე მეტი, დაახლოებით და ამდენივე ლარში. ახლა არის 23 მლრდ დოლარი, თუ არ ვცდები და 22 მილიარდი ლარში. გაათმაგებულია კომერციულ ბანკებში განთავსებული დეპოზიტების რაოდენობა. ხალხი მდიდრდება, ეს მაგას ნიშნავს, რომ ბიზნესი ვითარდება, ქვეყანა ვითარდება, იზრდება, ძლიერდება და რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგი, რაც დაიწყო ბატონმა ივანიშვილმა და გაგრძელდა, ბოლო 10 წელია ამ კურსს და ტრენდს მივყვებით და ვინარჩუნებთ",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930