1-09-2018
არასამთავრობო ორგანიზაცია „ეკოხედვამ“ პარლამენტის სამუშაო ჯგუფისთვის ჰაერის დაბინძურების თემაზე კვლევა ჩაატარა.
ექსპერტები აცხადებენ, რომ ჰაერის დაბინძურების რამდენიმე წყარო გამოვლინდა – მტვერი, მშენებლობები, ავტოტრანსპორტი. კვლევის ფარგლებში „ეკოხედვის“ წარმომადგენლებმა სინჯები აიღეს თბილისის რამდენიმე ქუჩიდან. ასევე, შეამოწმეს ავტოტრანსპორტის გამონაბოლქვის გავლენაც ჰაერის დაბინძურებაზე.
ექსპერტების თქმით, კვლევისას შეადარეს ძველი და ახალი ავტომობილები, რომლებშიც ერთი და იმავე, მაღალი ხარისხის საწვავი ჩაასხეს. ძველი ძრავის მქონე ავტომობილის შემთხვევაში, საწვავის მაღალი ხარისხის მიუხედავად, დაბინძურების დონე მაინც მაღალი აღმოჩნდა.
კვლევის ფარგლებში მოხდა გმირთა მოედანზე პიკის საათში აღებული სინჯებისა და სამშენებლო ობიექტებზე აღებული სინჯებიც შეადარეს. შედეგად, გამოიკვეთა, რომ სამშენებლო ობიექტებზე დამაბინძურებლის უფრო მაღალი მაჩვენებელია.
აგვისტოს დასაწყისში გამოქვეყნდა გარემოს ეროვნული სააგენტოს მიერ ქვეყნის 25 ტერიტორიაზე ჰაერის კვლევის შედეგები.
ივლისში ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ განაცხადა, რომ საქართველო ჰაერის დაბინძურებით მსოფლიოში 70-ე ადგილზეა.
16-11-2024
16-11-2024