გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
გია აბაშიძე: ვითომ პროდასავლური ნაცმედია სიცრუეში ამხილა აშშ-ის საელჩომ -შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში

13-09-2023

“რომელიღაც ნაცსუბიექტმა დაწერა ვითომ კომპეტენტური და ვითომ სანდო ინფორმაცია, რომ თითქოს ამერიკულ ბაზაზე საქართველომ თქვა უარი. სამარცხვინო ისაა, რომ ვითომ პროდასავლური ნაცმედია სიცრუეში ამხილა აშშ-ის საელჩომ: “მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში”- ამის შესახებ წერს ანალიტიკოსი გია აბაშიძე.

 

“ENG

ნაცპროპაგანდის უგვანო თავისებურება - "ჭ" კლასის აქტივისტს ათქმევინებენ რაღაც სისულელეს და შემდეგ ამაზე აწყობენ ვითომ "შავ პიარს". რომელიღაც ნაცსუბიექტმა დაწერა ვითომ კომპეტენტური და ვითომ სანდო ინფორმაცია "ყვავის ჩხიკვის მამიდის მეზობელზე" დაყრდნობით, რომ თითქოს ამერიკულ ბაზაზე საქართველომ თქვა უარი. ააყიყინეს სანაცეთის პოლიტიკანები და სასაცილო "ექსპერტები" მორიგ სიყალბეზე.

 

მთავარი არხი • Mtavari Arkhi

 

„თავდაცვის სამინისტრო ეხმიანება მედიაში გასულ ინფორმაციას, რომელიც შეეხება აშშ-საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ურთიერთობების თემას და შინაარსობრივად წარმოადგენს სრულ სიცრუეს. აღნიშნული ინფორმაცია ვრცელდება პოლიტიკურად მიკერძოებული პირის მიერ, რომელიც შემდგომ ცალკეული მედიასაშუალებებისა და პოლიტიკურად ანგაჟირებული პირების მიერ გამოყენებულია დეზინფორმაციული კამპანიის საწარმოებლად.

მოვუწოდებთ საზოგადოებას დაეყრდნონ გადამოწმებულ ინფორმაციას, განსაკუთრებით ასეთი მნიშვნელობის თემატიკის განხილვისას“, - ნათქვამია საქართველოს თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

 

კიდევ უფრო სამარცხვინო ისაა, რომ ვითომ პროდასავლური ნაცმედია სიცრუეში ამხილა აშშ-ის საელჩომ: აშშ-საქართველოს თავდაცვითი ურთიერთობა ეფუძნებოდა და კვლავაც ეფუძნება თავსებადობის გაძლიერებას და საქართველოს მხარდაჭერას შემდგომი აგრესიის შეკავებისა და მისი სუვერენული ტერიტორიის დასაცავად, რაც საქართველოს უკეთ ამზადებს ნატოში გაწევრიანებისთვის. მედიაში გავრცელებული ინფორმაციის განსამარტად, შეერთებულ შტატებს არ შეუთავაზებია ამერიკული სამხედრო ბაზის შექმნა საქართველოში. 

 

Defence Ministry rejects “false” journalist comment on Gov’t refusing US base project in 2021

 

https://agenda.ge/en/news/2023/3356

 

🇺🇸embassy statement: The U.S.-Georgia defense relationship has been and

continues to be based on enhancing interoperability and supporting Georgia’s ability to deter further aggression and defend its sovereign territory, all of which helps Georgia become more prepared for NATO membership. To clarify the record in response to recent media reporting, the United States has not offered to establish a U.S. military base in Georgia. https://ge.usembassy.gov/statement-on-recent-media-reports/“- წერს გია აბაშიძე სოციალურ ქსელში.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930