გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: გლობალური ომის პარტიას უკვირს ამ ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობასა და მოქალაქეების დაცვაზე ზრუნვა, რაც მათთვის ურჩობად აღიქმება

15-09-2023

„ყველასთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, კონსტიტუციასა და მართლმსაჯულებას არასერიოზულად ან, კოლონიალური თვალთახედვით უყურებდა“, - ამის შესახებ გადაცემა „პოლიტიკურ პოსტში“ „ხალხის ძალის“ წევრმა, ანალიტიკოსმა დავით ქართველიშვილმა განაცხადა.

 

მისი თქმით, 2012 წელს გლობალური ომის პარტიამ შეცდომა დაუშვა, რის შედეგადაც „ქართული ოცნება“ მოვიდა ხელისუფლებაში, რომელიც ქვეყნის მოსახლეობის ინტერესების დაცვაზეა ორიენტირებული. სწორედ ამიტომ, გლობალური ომის პარტია ცდილობს შეცდომა გამოასწოროს.

 

„ყველასთვის ყველაფერი ცუდად დასრულდა, ვინც საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, კონსტიტუციასა და მართლმსაჯულებას არასერიოზულად ან, კოლონიალური თვალთახედვით უყურებდა და ფიქრობდა, რომ ეს ყველაფერი არასერიოზულია, ამ ქვეყანას შანსი არ აქვს დამოუკიდებლობა და სუვერენიტეტი შეინარჩუნოს; განწირულია იმისთვის, რომ რომელიმე იმპერიის ჩრდილში იყოს; რომელიღაც ვიცე-გუბერნატორის დაქვემდებარებაში მყოფი ტერიტორია იყოს და ა.შ. ამიტომ უკვირთ ამ ხელისუფლების მხრიდან ქვეყნის სუვერენიტეტზე, დამოუკიდებლობასა და მოქალაქეების დაცვაზე ზრუნვა, რაც ურჩობად აღიქმება. ფიქრობენ, როდის დაიღლება ეს ხელისუფლება, რომ მათთვის მისაღები ხელისუფლებით ჩაანაცვლონ, რომელმაც „თამაშის წესები იცის“.


გლობალური ომის პარტიის წარმომადგენლები ალბათ ფიქრობენ], რომ ის, რაც მოხდა 2012 წელს, იყო შიდა პოლიტიკური ფორსმაჟორი - ახალმა ხელისუფლებამ საკუთარი თამაში წამოიწყო და ის წითელი ხაზები გადაკვეთა, რათა ქვეყნის ინტერესები დაეცვა, რომელიც „ინსტრუქტორებმა“ მისცეს. ამან კი შანსი აღარ დაუტოვა ამ აგენტოკრატებს, თავიანთი მანკიერი, ლიბერალურ-ფაშისტური წინსვლა გაეგრძელებინათ ამ ქვეყანაში. შესაბამისად, აგენტოკრატებმა დაუშვეს შეცდომა და ახლა ამის „გამოსწორებაზე“, გადაფარვაზე, მიჩქმალვაზე ფიქრობენ. ცდილობენ, წარსული დაივიწყოს მოსახლეობამ, მაგრამ დავიწყებას ვერ მიეცემა ის ყველაფერი, რაც „ნაცმოძრაობის“ ხელისუფლებაში ყოფნის დროს გაიარა ქვეყანამ. ეს იყო ძალიან კარგი მაგალითი მსოფლიოსთვის, თუ სადამდე შეიძლება მიიყვანონ ტრანსკორპორაციულმა იმპერიებმა კონკრეტულ ტერიტორიაზე თავიანთი ინტერესები. მილიარდები იხარჯება, მაგრამ, როგორც ჩანს, ეს მატრიცა არ მუშაობს წარმატებულად, რადგან თვით ჯორჯ სოროსის შვილმა, ალექსანდრე სოროსმა აღიარა, რომ ეს მილიარდები ტყუილად იხარჯება და ვიღაცის ჯიბეში ილექება, საქმე, კი, რისთვისაც ეს ფული იხარჯება, წარუმატებელია ყველგან - საქართველოშიც, უკრაინაშიც, ყირგიზეთშიც, მოლდოვაშიც და ა.შ. ამიტომ, სოროსმა 40%-ით შეამცირა თავის იმპერიაში შემავალი თანამშრომლების დაფინანსება. ვფიქრობ, ბოლოს ან ფული გამოელევათ, ან დაიღლებიან, იმიტომ, რომ არაფერი არ გამოსდით“, - განაცხადა დავით ქართველიშვილმა.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930