10-01-2018
მიხეილ სააკაშვილი:
ოდესის ოლქის ყოფილი გუბერნატორის მიხეილ სააკაშვილის დაკითხვა უკრაინაში დასრულდა.
როგორც მან მედიასთან განაცხადა, ძირითადად კითხვები აქციებს ეხებოდა და დასძენს, რომ უკრაინის ხელისუფლებას მისი პოლიტიკიდან ჩამოშორება სურს და ეს პროცესიც ამას ემსახურება.
„უკრაინის ხელისუფლებას სურს, რომ უარი ვთქვათ აქციების გამართვაზე, მაგრამ ამას არ ვაპირებ. დავიწყებთ მთელ ქვეყნის მასშტაბით სიარულს, რომ შევკრიბოთ ახალი ხალხი 300 სპარტანელივით, რომლებიც შექმნიან ხელისუფლებას.
მათ უნდათ, რომ აღარ ვიფიქროთ პოლიტიკაზე, მარგამ მე ვერ შემაჩერებენ. მე მაინც ვიმოძრავებ. მათ ეს არ აწყობთ, რადგან ძალიან დიდ ფულს ხარჯავენ ჩემს თვალთვალში, რეგიონებში სიარულში, ჩვენს პოლიტიკურ დევნაში. სწორედ ამიტომ უნდათ ჩემი შინაპატიმრობა და არა იმისთვის, რომ რაიმე საფრთხეს წარმოვადგენ ხალხისთვის. ამიტომ, მათი შეკითხვები ძირითადად ჩვენს აქციებს შეეხებოდა“-განაცხადა სააკაშვილმა.
უკრაინის უშიშროების სამსახურის შენობა სააკაშვილმა რამდენიმე წუთის წინ დატოვა. მისი დაკითხვა სამ საათზე მეტხანს გაგრძელდა.