გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
დავით ქართველიშვილი: სხვისი მამების ჯიბეებში ხელების ფათურის მოყვარულებს ვურჩევდი, არა მხოლოდ საკუთარ მამიდებს, არამედ საკუთარ მამებსაც უფრო მიხედონ, თურმე საჩუქრებიც სცოდნიათ, მიუხედავად იმისა - ღირსები არიან თუ არა მათი შვილები

16-09-2023

“ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი სოციალურ ქსელში აზიარებს ფოტოს არქივიდან, საიდანაც ირკვევა, რომ გიგა ბოკერიას და ნიკა მელიას გარკვეული ოდენობის თანხა საჩუქრად გადაეცა. 

 

როგორც ქართველიშვილი წერს, თურმე საჩუქრებიც სცოდნიათ, მიუხედავად იმისა - ღირსები არიან თუ არა მათი შვილები ამ საჩუქრების.

 

“მიუხედავად იმისა, რომ სამწუხაროდ უკვე მე-13 წელია, რაც მამა არ მყავს, "გირჩელების" საკუთარ მამებზე უარის თქმის და სხვის მამებთან "გაშვილების" აქციას მე მაინც ვერ შევუერთდები. მადლობა მამაჩემს ყველაფრისათვის. უბრალოდ, ხანდახან სხვისი მამების ჯიბეებში ხელების ფათურის მოყვარულებს ვურჩევდი, არა მხოლოდ საკუთარ მამიდებს, არამედ საკუთარ მამებსაც უფრო მიხედონ, სანამ ჰყავთ, სანამ ცოცხლები არიან.

 

თურმე საჩუქრებიც სცოდნიათ, მიუხედავად იმისა, ღირსები არიან თუ არა მათი შვილები ამ საჩუქრების. ნიკანორ მელიას მამამ, გარდა ფულადი თანხისა, სხვათა შორის, საკუთარი სიცოცხლეც აჩუქა და მე ეს ნამდვილად მიხარია. მამაჩემსაც უთქვამს ჩემს ბავშვობაში ჩემთვის არაერთხელ - შენი გულისთვის, შვილო, სიცოცხლეს შევწირავო. არასდროს უთქვამს, ბრეჟნევის თუ ჩერნენკოს გამოო, მაგრამ მიხარია, რომ ისე გვიცხოვრია თურმე ერთმანეთთან, რომ არც სუიციდური დანაპირები, არც მათი აღსრულებაში მოყვანა არ დაგვჭირვებია.

 

მელიას მამას, თავისი სუიციდური დაპირება კი დორბლიანის არჩევნებში წაგებას მოჰყვა, მაგრამ მე მაინც მიხარია, რომ მან სიცოცხლე შეინარჩუნა და დღეს შვილისთვის ფულადი საჩუქრების კეთების საშუალება აქვს. გაუფრთხილდით საკუთარ მამებს და გირჩელებივით, სხვის მამებს ნუ შეეტენებით. რამეთუ, საკუთართან თუ ვერ გამოდექი შვილად და ვაჟკაცად - სხვას რას ერჩი? რაში უნდა გამოგიყენოს?”- წერს დავით ქართველიშვილი.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930