გაიგე განსხვავებული

საინფორმაციო-შემეცნებითი პორტალი
ახალი ამბები
ვლადიმერ ბოჟაძე: თუ ირაკლი ღარიბაშვილის მამას არ აქვს უფლება გაუკეთოს საჩუქარი შვილს, რატომ აქვს ამის უფლება სხვა ოპოზიციონერების მამებს? რატომ არ ითხოვს ,,კრიტიკული მედია" გამოძიების დაწყებას?

16-09-2023

ორმაგი სტანტარტი სრულიად მიუღებელია ხალხისთვის და ისმის კითხვა: თუ ირაკლი ღარიბაშვილის მამას არ აქვს უფლება გაუკეთოს საჩუქარი შვილს, რატომ აქვს ამის უფლება გიგა ბიკერიას სალომე სამადაშვილის, ნიკანორ მელიას (სხვა ოპოზიციონერების) მამებს? რატომ არ ითხოვს ,,კრიტიკული მედია" გამოძიების დაწყებას- პასუხი ნათელია, მიზანი ,,ნაციონალური მოძრაობის" მსახურებაა- ამის შესახებ თბილისის საკრებულოს უმრავლესობის წევრი ვლადიმერ ბოჟაძე სოციალურ ქსელში წერს.

 

 

როგორც ბოჟაძე აღნიშნავს, ხალხი ბრძენია, კარგად არჩევს სიმართლეს და სიცრუეს, ერთგულებას და ღალატს.

 

“რადიკალური ოპოზიცია, მისი მართვადი სამოქალაქო სექტორი და ,,კრიტიკული მედია" დიდი ხანია ორმაგი სტანტარტით, სიმართლის დამალვით და ტყუილის გავრცელებით არის დაკავებული. 2012 წლიდან ,,ნაციონალური მოძრაობა" მიზანმიმართულად ,,დაიშალა" და ,,გაიშალა", მისი ლიდერები გადანაწილდნენ სხვადასხვა პარტიებში, ენჯეოებსა და მედიებში, რადგან საზოგადოება მოეტყუებინათ და შეცდომაში შეეყვანათ, თითქოს გაემიჯნენ დედა პარტიას და თანაც არ აგებენ პასუხს 2004-2013 წლებში ჩადენილ უმძიმეს დანაშაულებზე.

 

2012 წლის შემდეგ მათი მართვადი მედიები დაუნდობლად, სიცრუის და დეზინფორმაციის გავრცელებით ებრძვიან ,,ქართულ ოცნებას" და მის ლიდერებს, ატყუებენ საზოგადოებას და ამომრჩეველს. თუმცა ორმაგი სტანტარტი სრულიად მიუღებელია ხალხისთვის და ისმის კითხვა: თუ ირაკლი ღარიბაშვილის მამას არ აქვს უფლება გაუკეთოს საჩუქარი შვილს, რატომ აქვს ამის უფლება გიგა ბიკერიას სალომე სამადაშვილის, ნიკანორ მელიას (სხვა ოპოზიციონერების) მამებს? რატომ არ ითხოვს ,,კრიტიკული მედია" გამოძიების დაწყებას ან თავად რატომ არ ატარებს #ცრუპენტელანოდარა ,,ჟურნალისტურ გამოძიებას"? პასუხი ნათელია, ვითომ ,,ენჯეოშნიკების" და ვითომ ,,ჟურნალისტების" მიზანი ,,ნაციონალური მოძრაობის" მსახურებაა, მათი ვიწროპარტიული და პოლიტიკური ინტერესების გატარებაა, საქართველოს სახელმწიფოს, ქართული ეკლესიის და ქართველი ხალხის წინააღმდეგ ბრძოლაა, არეულობის და სისხლიანი რევოლუციის გზით ხელისუფლებაში დაბრუნება და ათასჯერ უფრო სასტიკი რეჟიმის შექმნაა, ვიდრე ეს 2004-2012 წლებში იყო.

 

ხალხი ბრძენია, კარგად არჩევს სიმართლეს და სიცრუეს, ერთგულებას და ღალატს, სწორედ ამიტომ 2024 წელს ,,მისი აღმატებულება ამომრჩეველი" კვლავ მართებულ გადაწყვეტილებას მიიღებს, ისევე როგორც 2012, 2013, 2014, 2016, 2017, 2018, 2020 და 2021 წლებში იყო”- წერს ვლადიმერ ბოჟაძე.

ინტერვიუ
ყველაზე კითხვადი
არქივი

«    ნოემბერი 2024    »
 123
45678910
11121314151617
18192021222324
252627282930